უცხოეთი
„ადამიანები, რომლებიც აქ ომობდნენ, უკან ბრუნდებოდნენ ჩეჩნეთში და მათ უზრუნველყოფდა დასავლეთი, ევროპა. მათი ბანაკები, ბაზები დღემდე არსებობს საქართველოში. მათ ეხმარებოდნენ იარაღითაც, ტანსაცმლითაც და საკვებითაც. სხვადასხვა ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ისინი ძალიან კარგად უზრუნველყოფილი ჯგუფებია. კერძოდ, ასეთ დახმარებას ბოევიკებს ქართული სპეცსამსახურები უწევდნენ, რომლებმაც თავიანთი სამშობლო ამერიკელებს მიყიდეს", - განაცხადა კადიროვმა.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან იატაკქვეშა ბანდფორმირებების მხარდაჭერას მოწმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ყოფილ წევრთა ჩვენებებიც.
„რუსლან გელაევს სად ამზადებდნენ? როგორ ამზადებდნენ? ერთსა და ას კაცს ხომ არა, ათასზე მეტს, რომლებიც მასთან ერთად საქართველოდან მოვიდნენ. მათ ჩვენებები მისცეს, რომ სპეცსამსახურები მათთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და იარაღითაც ამარაგებდნენ“, - აღნიშნა კადიროვმა.