აქტუალური
გამგეობის შენობაში იმყოფებოდნენ „ახალგაზრდული კავშირის ლიგის“ წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ სახელმწიფო ქონების გასხვისებას, დათმობაზე არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მიდიოდნენ.
ამის შემდეგ „ახალგაზრდული კავშირის ლიგის“ წევრებმა დემონსტრაციულად დაწვეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათი. ადგილზე მობილიზიბული იყო ხონის მთელი საპატრულო პოლიცია, რადგან დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.