საზოგადოება
სკოლის დირექტორები ახლო მომავალში სპორტულ კლუბებს ჩაუდგებიან სათავეში. ასე რომ, “არასპორტულ” დირექტორებს, შესაძლოა, პრობლემები შექმნეთ.
უკვე შემუშავებულია სპორტის შესახებ ახალი კონცეფცია, რომელიც რამდენიმე საკითხს ახლებურად არეგულირებს. კერძოდ, სკოლებში შეიქმნება სპორტული კლუბი, რომელსაც უხელმძღვანელებს სკოლის დირექტორი, მასში გაერთიანდებიან სკოლის მოსწავლეეები.
ამ კლუბებს თავისი პრიორიტეტები ექნება, ექნებათ თავიანთი დროშა და გერბი, ჩატარდება შეჯიბრებები სკოლებს შორის.
ასე რომ, სკოლას მანდატური აკონტროლებს, სკოლის დირექტორები კი სპორტულ კლუბებს უხელმძღვანელებენ.