სამართალი
ეროსი კიწმარიშვილი: “პატარკაციშვილი აფინანსებდა “ახალ მემარჯვენეებს”, “ბურჯანაძე-დემოკრატებს”, შევარდნაძის პოლიტიკურ ბლოკს და ბევრ დამოუკიდებელ მაჟორიტარს”

Patarkacishvili_Badriსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი.  გაზეთ „ასავალ-დასავალში“ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დამფუძნებელი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი ექსკლუზიური ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს.

იგი “ასავალ-დასავალთან” დეტალურად იხსენებს “ვარდების რევოლუციას”. ხსენებული პუბლიკაციები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს - 1999-2004 წლების მოვლენებს შეეხება.

მრავალი წლის გასვლის შემდეგ ხვდები, რამდენად ანაქრონიზმი იყო ეს ყველაფერი და რამდენად მორჩა მაშინდელი შევარდნაძე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს. მე არ ვამაყობ, რომ ახალი დროება უკეთესი ან უარესია. უბრალოდ სხვაა. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1972 წლიდან თითქმის 30 წელი იყო საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი, დროს სრულიად უიმედო იყო ჩამორჩენილი”, - აცხადებს კიწმარიშვილი.

მისივე თქმით, “რუსთავი 2“-ის მხრიდან სააკაშვილის მხადამჭერების შემოსვლის პირდაპირ ეთერში ჩვენება შემდგომში დიდი პიარგეგმის ნაწილად გამოცხადდა.

რეალობა კი ბევრად მარტივი იყო: საინფორმაციო სამსახურს სურდა, დღის მთავარი მოვლენა ოპერატიულად და კონკურენტებზე ადრე მიეღო. სინამდვილეში საცობის წყალობით უამრავი მანქანა გაერთიანდა ერთად ჯაჭვად”, - იხსენებს კიწმარიშვილი.

მისივე განმარტებით,“ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო კამპანიას მთლიანად პატარკაციშვილი აფინანსებდა და “ბურჯანაძე-დემოკრატების” კამპანიის ძირითად ხარჯებსაც ის სწევდა.

“პატარკაციშვილი იყო ასევე შევარდნაძის პოლიტიკური ბლოკის ძირითადი დამფინანსებელი. მისი ფული ჩაიდო ბევრი დამოუკიდებელი მაჟორიტარის არჩევნებშიც”, -  ამტკიცებს ეროსი კიწმარიშვილი.