პუბლიკაციები
სენსაცია! ტერაქტი ბოსტონში - პროვოკაციაა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურებმა განახორციელეს!

MT-A1საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 15 აპრილს ამერიკის ქალაქ ბოსტონში უძველესი მარათონი ტარდებოდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მძლეოსნურ გარბენად ითვლება.

სამწუხაროდ, ფინიშის ხაზი ყველა მონაწილემ ვერ გადაკვეთა. სამი საათის შემდეგ, როდესაც პირველმა სპორტსმენებმა ფინიშს მიაღწიეს, აფეთქების ხმა გაისმა, რამდენიმე წამში - მეორე: ფოტო №1.

1

ორივე აფეთქების მომენტი აღბეჭდილია ფოტო №2-ზე.

2

2001 წლის 11 სექტემბრის სამწუხარო თარიღის შემდეგ, როდესაც ტერაქტის შედეგად ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები დაინგრა და 4000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აშშ-ში ტერაქტი აღარ მომხდარა!

და აი, 12 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევა. მოვლენის თვითმხილველები და მილიონობით ტელემაყურებელი მთელ მსოფლიოში მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ტერორისტული აქტიც, მისი მრავალგზის უფრო მცირე მასშტაბის მიუხედავად, თავისებურად ექსტრაორდინარული იყო.

ის ექსტრაორდინარული იყო თუნდაც უკვე იმიტომ, რომ სპეცრაზმელები ერთნაირ შარვლებსა და ერთნაირ წინაფრიან კეპებში აფეთქების ადგილზე თავად აფეთქებებამდე დიდი ხნით ადრე იმყოფებოდნენ: ფოტო №3.

3

აი, ეს ყოჩაღი ბიჭები ღია ყავისფერ მოკლე შარვლებში, რომელთა საქმიანობა ტერორიზმის ყველა სახეობაა. მათ კერძო სამხედრო კომპანია Craft International-ის ფორმები აცვიათ. ეს კი მათი სიმბოლოა - თავის ქალა: ფოტო №4.

4

აი ისინი - ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან, ყოველ მათგანს ყურში ან ხელში ოპერატიული კავშირის საშუალება აქვს: ფოტო №5.

5

ამ ფოტოზე ჩანს, რომ სპეცრაზმელების ჯგუფი მაყურებლებს შორის იმყოფება, იმ ადგილის უშუალო სიახლოვეს, სადაც რამდენიმე წუთის შემდეგ პირველი მუხტი უნდა ააფეთქონ, რომელიც კვამლის საფარს უფრო ემსგავსება, ვიდრე აფეთქებას. აქვე, ფოტოზე უპატრონო ზურგჩანთა ჩანს, რომელიც შემოღობილს იქით დევს, მაყურებლებსა და მორბენალ სპორტსმენებს შორის. სპეცრაზმი მას რატომღაც ვერ ხედავს, თუმცა აშშ-ში ნებისმიერი უპატრონო ნივთი - უკვე საგანგებო შემთხვევაა! - ფოტო №6.

6

ამ ფოტოზე პირველი მუხტის წვის მომენტი ჩანს. ეს იმდენად აფეთქება არ იყო, რამდენადაც წვა, რომელიც საკვამლე კოჭის მოქმედებას ჰგავდა: ფოტო №7.

7

აქ გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ მუხტი პირდაპირ ერთ-ერთი მაყურებლის ფეხქვეშ ამოქმედდა. სერიოზულად მხოლოდ მისი შარვალი დაზიანდა, ამასთან ფეხები მთელი დარჩა და ის ამ ფეხებით კურდღელივით დახტის: ფოტო №8.

8

მეორე მუხტი რამდენიმე წამის შემდეგ აფეთქდა, ფინიშის ხაზიდან ოდნავ მოშორებით: ფოტო №9.

9

პირველ, თითქმის უხმო და უწყინარ აფეთქებასთან შედარებით, მეორემ ძლიერი ხმა გამოსცა და მასაც ხშირი კვამლი ახლდა.

მისი სიმძლავრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ახლომდებარე ვიტრინის ერთ-ერთი მინა დაემსხვრია. სხვა მინები, ფოტოს მიხედვით, მთელი გადარჩა: ფოტო №10.

10

ყურადღება მიაქციეთ წითელ ისარს ამ ფოტოზე. აფეთქების ეპიცენტრი სწორედ აქ, შემოღობილს იქით იყო.

მომდევნო ფოტოზე აფეთქების ეპიცენტრი კარგად ჩანს. ის მწვანე წრით არის აღნიშნული და მასზე მიუთითებს ჭვარტლი ტროტუარზე: ფოტო №11.

11

როგორც ვხედავთ, მუხტი ვიტრინის უშუალო სიახლოვეს აფეთქდა, ამასთან, მინის ნამსხვრევები რატომღაც გარეთ გადმოიყარა!

ასე არ ხდება, ესე იგი, კიდევ იყო რაღაც ეშმაკობა.

ის, რაც მთელმა მსოფლიომ ამის შემდეგ ნახა, უკვე არანაირ ლოგიკას არ ემორჩილებოდა. ადამიანს, რომელიც შედარებით მცირე სიმძლავრის აფეთქების ეპიცენტრიდან ათ მეტრზე უფრო შორს იყო, ამ აფეთქებამ ორივე ფეხი მოაწყვიტა!!! - ფოტო №12.

12

თუ სისხლის ფერისგან აბსტრაგირებას მოახდენთ და ეცდებით ამ ფოტოს მშვიდად შეხედოთ, მთელ რიგ შეუსაბამობებს შეამჩნევთ, რომლებიც გაიძულებთ, ამ სურათის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანოთ. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მართლა მოსწყდა ერთი ან ორივე ფეხი, დაზიანებულ კიდურს ხელს არ სტაცებს. ასეთი უმძიმესი ჭრილობისგან მას, უბრალოდ, გრძნობა უნდა დაეკარგა.

და კიდევ ერთი შეუსაბამობა: ასე ძლიერ დასახიჩრებული ფეხები მუხლებში მოხრილი ვერ იქნება. საშინელი ტკივილის შოკი ყველა კუნთს მოადუნებდა. და ყველაზე ფანტასტიკური: ამ ფოტოზე ჩვენ ვხედავთ, რომ ყმაწვილს მეორე (მარჯვენა) ფეხი საერთოდ არა აქვს! არის მხოლოდ მორგვი, შავ საშარვლე ქსოვილში აკურატულად შეფუთული ტაკვი. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდამ მარჯვენა ფეხი დიდი ხნის წინ დაკარგა. და ის თითქმის ბოლომდეა ამპუტირებული.

კარგად ჩანს, რომ მარცხენა ფეხი, რომელიც თითქოსდა აფეთქებისგან დაზიანდა და მთელი ეს სისხლი დაედინა, მუხლით ქვაფენილს ეყრდნობა. თუკი ახალგაზრდას მეორე მუხლი ექნებოდა, ის აუცილებლად მას დაეყრდნობოდა. ესე იგი, მეორე მუხლი მას, უბრალოდ, არ აქვს.

იქნებ მეორე ფეხი მთლიანად მოწყდა, ისე, რომ მუხლიც კი არ დარჩა?

არა. აი ეს ფოტო აჩვენებს, რომ ყმაწვილს მოულოდნელად მარჯვენა მუხლი გაუჩნდა: ფოტო №13.

13

საზარელი სურათია, არა? რა თქმა უნდა. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბუტაფორიას, რომელსაც ჰოლივუდში მხატვრული ფილმების გადაღებისას იყენებენ. როგორც ხედავთ, აქ ახალგაზრდას ორივე მუხლი აქვს. მისი მარჯვენა მუხლი ხელით (ლურჯ ხელთათმანში) უჭირავს გვერდით მიმავალ მწვანექურთუკიან ამხანაგს. სწორედ რომ უჭირავს, შეხედეთ. და რატომ? - როგორ გგონიათ? - ფოტო №14.

14

პასუხი: რათა ეს მულაჟი არ მოძვრეს, მიუხედავად დამჭერისა, რომელიც ორივე ყალბ ფეხს აკავებს! შევნიშნავ, რომ მარჯვენა ფეხი ჩვენს დაზარალებულს თვითონ უჭირავს, რისთვისაც ორივე ხელს იყენებს.

აი ვიდეო, რომელიც გარე სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. აქ კარგად ჩანს, როგორ გადაჰყავთ ფეხებმოგლეჯილი გმირი ინვალიდის ეტლით, მჯდომარე, რათა სანახაობა უფრო შთამბეჭდავი, შოკის მომგვრელი და ამიტომ დასამახსოვრებელი იყოს.

ყურადღებით შეხედეთ. აი, ქალმა ხელი ასწია. რაშია საქმე? აღმოჩნდა, რომ დაჭრილს სწორედ ის ნაჩქარევად მიმაგრებული მარჯვენა ფეხი მოძვრა (!), უფრო სწორად, მისი ბუტაფორია. ფეხს ჩვენი “გმირის“ თანმხლები პოლიციელი მიამაგრებს. აი, ის ჩაცუცქდება და სახასიათო მოძრაობას აკეთებს. ოპლა! ფეხი ისევ თავის ადგილზეა, შეიძლება გზის გაგრძელება! - ფოტო №15.

15

აი თავად ვიდეოც, რომელზეც ეს ყველაფერი ჩანს.

ასეთ ფოკუსს პირველად ხედავთ? ესეც კიდევ ერთი ფოკუსი - ორი ერთნაირი ფოტო ბოსტონიდან, რომლებიც სხვადასხვა გაზეთმა განათავსა. წინა პლანზე ვხედავთ ქერათმიან გოგონას, რომელიც მინდორში ზის და თითქოსდა შოკშია, ხოლო შორეულ პლანზე, მარცხნივ, მწოლიარე ადამიანს ვხედავთ, შესაძლოა, ქალს, რომლისკენაც წითელქურთუკიანი მამაკაცია დახრილი.

ყურადღება მიაქციეთ დაზარალებულის ფეხებს. ისინი მთელია და ხილული დაზიანებები არ ჩანს. ფოტო №16.

16

ახლა სხვა გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოს შეხედეთ. ყველა პერსონაჟი იგივეა, მაგრამ მწოლიარე ადამიანს ფეხები უკვე დამსხვრეული აქვს. თანაც ჩვენ ღია ჭრილობას და ძვლების ღია მოტეხილობას ვხედავთ. ფოტომონტაჟია? აბა სხვა რა იქნება?! - ფოტო №17.

17

ეს არის პირველ გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოს ფრაგმენტი - ფოტო №18.

18

ეს კი - მეორეში - ფოტო №19.

19

გაყალბება სახეზეა! ერთბაშად ორი სიყალბე ერთ მოვლენაში, დამეთანხმებით, მეტისმეტია!

ეს პირველსავე დღეს თავად ამერიკელებმა შეამჩნიეს. და მაშინვე გამოჩნდა მხილებები ინტერნეტში.

ადგილობრივმა ბლოგერებმა ძალზე სწრაფად მოახდინეს ინვალიდი ახალგაზრდის იდენტიფიცირება, რომელიც ამ სპექტაკლში მსხვერპლის როლში მონაწილეობას დათანხმდა, რომელსაც, თითქოსდა, აფეთქებამ ფეხები მოაწყვიტა.

“ეს უფეხო Nick Vogt-ია! ჩვენ ის ვიცანით!“ - წერდნენ ადამიანები ინტერნეტში: ფოტოები №№ 20, 21.

20
21

თქვენ გგონიათ, აშშ-ის ადმინისტრაცია და გფბ მშვიდად ისხდნენ და გული არ უფანცქალებდათ, როცა ხედავდნენ, რომ ხალხი ასე ადვილად ამხელს მათ, როგორც ამ ნახევრად ყალბი ტერაქტის თანამონაწილე დამნაშავეებს?!

რა თქმა უნდა, არა. ისინი გამალებით ფიქრობდნენ, როგორ დაეღწიათ ლამაზად თავი ამ ამბისგან! ნაუცბათევად მოიგონეს ცრუ კვალი. “ახალგაზრდა, რომელსაც ტერაქტის დროს აფეთქებამ ფეხები მოაწყვიტა, სულაც არ არის Nick Vogt. მას Jeff Bauman ჰქვია!“ - ალაპარაკდნენ ვაშინგტონზე მომუშავე ტროლები. “აი, ის. შეადარეთ!“ - ამბობდნენ ისინი. ისე, მართლა ჰგავს! - ფოტო №22.

22

ამ ფოტოზე ჩვენ ვხედავთ, რომ Jeff Bauman კლინიკაში საწოლზე წევს. თუმცა ფოტოგრაფია რაღაცნაირი ძველია. როგორც ჩანს, ის ფირიანი ფოტოაპარატით არის გადაღებული. მერედა, განა მას ახლა ვინმე იყენებს?ამერიკაში? ვერ დავიჯერებ. ფოტო №23.

23

ეს კი ისევ ის არის, ორივე ფეხის ამპუტაციიდან სამი დღის შემდეგ. ჩვეულებრივად წამომჯდარა მეხუთე წერტილზე, მხნე და მხიარულიც კია. და სხვა ავადმყოფებს საჩუქრებსაც ურიგებს. ფოტო №24.

24

შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ორივე ფეხის მუხლს ზემოთ ამპუტაციიდან რამდენიმე დღეში შესაძლებელია, რომ ადამიანი თავს ასე კარგად გრძნობდეს და საჯდომზეც კი იყოს წამოსკუპული?!

“ეს შეუძლებელია!!!“ - გეტყვით ნებისმიერი ქირურგი. გამოდის, რომ აქაც ტყუილია!

იბადება კითხვა: რისთვის გახდა საჭირო მთელი ეს ბუტაფორია?! საიდუმლო მორიგ საგაზეთო შეტყობინებაში გაიხსნა. ტერაქტის ნამდვილ ორგანიზატორებს აუცილებლად სჭირდებოდათ ღირებული მოწმე, გმირი, რომელიც ტერორისტის ამოცნობას შეძლებდა. რა თქმა უნდა, მას უნდა ამოეცნო არა ნამდვილი ტერორისტი, არამედ მხოლოდ ის, ვინც აშშ-ის ადმინისტრაციამ ტერორისტის როლისთვის გაამზადა. აშშ-ის ადმინისტრაციას დღეს ხელს აძლევს, რომ ეს წყეული ტერორისტი რუსეთთან იყოს დაკავშირებული!!!

ასეთი, ისევე როგორც ჩვენი უფეხო მსახიობი, წინასწარ იპოვეს. და არა ერთი. ტერორისტებად ეროვნებით ჩეჩენი ძმები ჯოჰარ და ტამერლან ცარნაევები დაინიშნენ (ვაუ, ეს ხომ მაგარია - ჩეჩნები! მათ ვინ არ იცნობს!). ძმები აშშ-ში სწორედ რუსეთიდან, ზუსტად 12 წლის წინ ჩამოვიდნენ, და რაღაც ცუდი სახელიც ჩამოჰყვათ... ასე რომ, ისინი ამ როლს მშვენივრად ერგებოდნენ. ლეგენდის მიხედვით, რომელიც შემდგომ მასმედიამ გაახმაურა, მთავარი ტერორისტი დადგინდა, როდესაც გფბ-ს თანამშრომლებმა ორივე ფეხის დამკარგავი ადამიანი ჰოსპიტალში მოინახულეს. როდესაც ბაუმანი ოპერაციის შემდეგ გამოფხიზლდა, მან გფბ-ს წარმომადგენლებს ყველაფერი უამბო, რაც ნახა და ახსოვდა. აი, როგორ მოგვაწოდეს ეს ამბავი გაზეთებმა: “სპორტსმენი ფინიშზე თავის საცოლეს ელოდებოდა, რომელიც პირველად მონაწილეობდა მარათონში. მის გვერდით  მამაკაცი წამოდგა მუქი სათვალით, ქურთუკითა და თავზე კაპიუშონით. მან ბაუმანს შეხედა და გვერდით ზურგჩანთა მიუდგა, მერე კი თვალს მიეფარა. რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა. მარათონელმა ზუსტად აღწერა ტერორისტი, როგორც კი ოპერაციის შემდეგ გონს მოვიდა. მან ქაღალდი და კალმისტარი მოითხოვა და დაწერა: “ჩანთა, დავინახე ადამიანი, ის პირდაპირ მე მიყურებდა“, და მაქსიმალურად დაწვრილებით აღწერა ტერორისტის გარეგნობა. ბაუმანის ჩვენება გფბ-ს ფოტოებზე ეჭვმიტანილის ამოცნობაში დაეხმარა“.

სპეცსამსახურებმა სწრაფად მოახდინეს ბაუმანის მიერ აღწერილი ტერორისტის გარეგნობის იდენტიფიცირება ტამერლან ცარნაევთან, რომელიც მარათონის საყურებლად უმცროს ძმასთან ერთად მივიდა: ფოტო №25.

25

ასე გახდნენ ძმები ცარნაევები ტერორისტები.

მთელი ამ ამბიდან ერთი რამ არის ცხადი: მთელი სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით “ტერაქტი ბოსტონში“ თავიდან ბოლომდე ამერიკის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს. ისინი აკონტროლებდნენ მთელ მის მიმდინარეობასაც, რასაც მრავალრიცხოვანი ვიდეო და ფოტომასალა მოწმობს. ეს ტერაქტი ბოსტონში მთლიანად ვაშინგტონელი მოღვაწეების სინდისზეა. მათი მამხილებელი ფაქტები საკმარისზე მეტია. მსგავსი პროვოკაციების ორგანიზატორები საერთაშორისო სასამართლომ უნდა განსაჯოს, როგორც ნაცისტი დამნაშავეები.

აშშ-ის ხელისუფლებას ძალიან უნდოდა, ამ ტერაქტში “რუსული კვალი ყოფილიყო“, რათა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოყენება, ანდა, შესაძლოა, მცირე თუ დიდი სამხედრო კონფლიქტის წამოწყებაც შეძლებოდათ. ეს ოპერაცია თავად ორგანიზატორებს ასე უნიჭოდ რომ არ ჩაეფლავებინათ, ბოსტონის ტერაქტს შესაძლოა  როგორც რუსეთის, ისე მთლიანად მსოფლიოსთვის სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა. საბედნიეროდ, აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ჭეშმარიტი სახე - მკვლელის, ბანდიტისა და გამყალბებლის სახე.

ანტონ ბლაგინი

მურმანსკი, 2012 წლის 25 აპრილი