სამართალი
"დათა ახალაია, პრეზიდენტის არ იყოს, ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე. მისი ინფორმაცია ან თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება. თუმცა იგი, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, ინარჩუნებს საოცარ პოზიციას – არ ამბობს, რაც იცის. მან ბევრი რამ იცის და თუ თავის თავთან სასაყვედურო არაფერი აქვს, რატომ არ ამბობს? გაუგებარია...", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მომავალში "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს: "არ მინდა დეტალებზე საუბრით მათ რღვევას ხელი შევუწყო. თუმცა ნოემბრის მშვიდი დღეები რომ დადგება, შეიძლება საუბარი მათთან. რა ტიპის თანამშრომლობა იქნება, ეს სხვა საკითხია. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის შენებაში".