უცხოეთი
რადიაციული დაბინძურება ერაყში უფრო მაღალია, ვიდრე ჰიროსიმაში!

1-radiacai-ucxსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ერაყელი კარდიოლოგის, ექიმ ომარ ალ-კუბეისის განცხადებით, მისი ქვეყნის გარემო რადიაციით მთელი 100 წლით არის დაბინძურებული, ხოლო მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წლით შემცირდა. ამაში ექიმი აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ერაყში განხორციელებული ოპერაციისას 2003 წელს მათ არაერთხელ გამოიყენეს რადიოაქტიური საბრძოლო მასალები და ბევრი სხვა სახის იარაღი, რომელიც ჟენევის კონვენციითაა აკრძალული.

„2003 წლის მოვლენები ნამდვილი კატასტროფა იყო. ისინი იარაღის მრავალ სახეობას იყენებდნენ, მათ შორის ტოქსიკურ აირსა და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებს. იარაღი განზრახ და ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა. ისინი ამ იარაღს ერაყში ცდიდნენ, რითაც იქ ჰიროსიმაზე უარესი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიეს“, - განაცხადა ომარ ალ-კუბეისიმ.