სამართალი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. 2012 წლის ზაფხულში ლაფანყურში დაღუპული ბაჰაუდინ ალდამოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„შეგვატყობინეს, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ჩვენც დავთანხმდით. იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ის გვაინტერესებს, რომ გამოძიება დამთავრდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა ბაჰაუდინ ალდამოვის მამამ ახლუდინ ალდამოვმა.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალული ჩეჩნების და ქისტების საფლავები კვირას გაითხრება.