პოლიტიკა
17 ქართულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ ნაძალადევში გამოკითხვა ჩაატარა

1-media-polit2საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. 2013 წლის 24 აპრილს 17 წამყვანმა ქართულმა მედიასაშუალებამ შუალედური არჩევნების თემაზე  პირველად ჩაატარა ერთობლივი გამოკითხვა. გამოკითხვის ტერიტორიულ ( საარჩევნო) სივრცედ არჩეულ იქნა ნაძალადევის რაიონი.

კვლევა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ნაძალადევის რაიონის მეტროს სადგურებთან და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. მან თითქმის ყველა საკვანძო უბანი მოიცვა, დაწყებული გადასასვლელი ხიდის ტერიტორიიდან, დამთავრებული თემქის დასახლებით.

სულ გამოიკითხა 2575 ადამიანი. არჩევნებში არ მონაწილეობს 530 რესპონდენტი, რაც გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს!

შედეგები ასეთია:

კახა კუკავა – 372 ხმა;

მირზა დავითაია – 156 ხმა;

ხვიჩა ასანიძე – 3 ხმა;

ზაზა მეზვრიშვილი – 2 ხმა;

გიორგი ლილუაშვილი – 3 ხმა;

გია ნემსაძე – 5 ხმა;

გიორგი გუგავა – 96 ხმა;

თამარ კორძაია – 582 ხმა;

სოსო მანჯავიძე – 669 ხმა;

ზვიად ჩიტიშვილი – 158 ხმა;

სულ - 2045 ხმა.

გამოკითხვაში მონაწილე მედიასაშუალებების (გაზეთი „რეზონანსი“, გაზეთი „ვერსია“, გაზეთი “ქართული სიტყვა“, გაზეთი „აჭარა P.S.“, „საერთო გაზეთი“, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“,  გაზეთი „პრაიმტაიმი“, სააგენტო “პირველი“, სააგენტო „ექსპრესნიუსი“, სააგენტო “საქინფორმი“, სააგენტო „პრაიმერი“, ბათუმის 25–ე არხი, სააგენტო „ღია ბოქლომი“, სააგენტო „ფრონტლაინიუსი“, სააგენტო „სკანდალი.ჯი“, გაზეთი „კახი“) წარმომადგენელთა განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში მათ შექმნან მონიტორინგის ფართო კოალიცია, რომელიც არა მარტო დააკვირდება არჩევნების პროცესს, არამედ აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კვლევებს.

2013 წლის 24 აპრილის გამოკითხვის შედეგებს გამოკითხვის ორგანიზატორები და მონაწილეები დღესვე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, დაინტერესებულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდიან.

გამოკითხვაში მონაწილე მედიასაშუალებები:

გაზეთი „რეზონანსი“

გაზეთი „ვერსია“

გაზეთი “ქართული სიტყვა“

გაზეთი „აჭარა P.S.

„საერთო გაზეთი“

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“

გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“

გაზეთი „პრაიმტაიმი“

სააგენტო “პირველი“

სააგენტო „ექსპრესნიუსი“

სააგენტო “საქინფორმი“

სააგენტო „პრაიმერი“

ბათუმის 25–ე არხი

სააგენტო „ღია ბოქლომი“

სააგენტო „ფრონტლაინიუსი“

სააგენტო „სკანდალი.ჯი“

გაზეთი „კახი“