“თურქეთი ცდილობს, თავი დამკვიდროს, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილმა. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონისა და ბრიუსელის ინტერესების ხელშეწყობისთვის გამოიყენონ. საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელმაც რაკეტა Patriot-ების განთავსების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამოიწვია, ამისი თვალსაჩინო მაგალითია. ახლა სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება.
ამ კვირის დასაწყისში თურქულმა პატრიოტულმა მოძრაობამ სახელწოდებით “თურქეთის ახალგაზრდობის კავშირი“ მსხვილმასშტაბიანი ჰაკერული შეტევა მოაწყო თურქულ მედია-საშუალებებზე (განათავსა იქ თავისი პლაკატი 23 აპრილს, ნატოს წინააღმდეგ მრისხანების დღეს ქუჩაში გამოსვლის მოწოდებით. გარდა ამისა, მათ მოაწყვეს ფაქსების და მობილურ ტელეფონებზე შეტყობინებების დაგზავნა - საქინფორმი).
კავშირის აქტივისტები ცნობილი არიან გერმანელი ჯარისკაცების ცემით და ნატოს საწინააღმდეგო სხვა საპროტესტო აქციებით. ამჯერად მათ თავიანთი ბანერები თურქული მედია-საშუალებების და ვებ-საიტების მთავარ გვერდებზე განათავსეს“, - წერს ბორლი.