ბათუმში „კამო მოსკოვსკი“ მოკლეს

საქართველო, 23 აპრილი,
საქინფორმი. გუშინ, 22 აპრილს, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კანონიერი ქურდი
კამო ეგიაზაროვი (კამო მოსკოვსკი). დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, მას ტყვიები თავისა და მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, მოკლული ადრე ნასამართლევი იყო. მისივე თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს.