საზოგადოება
რუსულ ავიაკომპანია „სიბირსა“ და ქართულ „ჯორჯიან ეარვეისს“ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა. ქართულ მხარესთან შეთანხმებით, „სიბირი“ ფრენებს 2011 წლის 31 იანვრამდე განახორციელებს, „ჯორჯიან ეარვეისი“ კი - 2010 წლის 31 ნოემბრამდე.
როგორც საქინფორმს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ განუცხადეს, ფრენების განახლება საშობაო დღესასწაულს უკავშირდება.
თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2006 წელს მხარეებს შორის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ შეწყდა. ფრენები გარკვეული დროით 2008 წელს აღდგა, თუმცა აგვისტოს ომის შედეგად ისევ შეწყდა.