აქტუალური
საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, რომლებიც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი - 25 პროცენტს.
ლუის ნავაროს გამარტებით, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით 5%-ით შემცირდა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 66%-ს მოსწონს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი - რესპონდენტთა 59%-ს, ეკა ბესელია - 58%-ს, ზვიად ძიძიგური კი - 52%-ს.
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 13-27 მარტს, პირდაპირი ინტერვიუს წესით 3 103 ადამიანი გამოიკითხა.