აქტუალური
კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის მერ გიგი უგულავას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთი პოზიციით უსწრებს. იგი გამოკითხულთა 26% მოსწონს. NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2012 წლის ნოემბერში ჩატარდა, სააკაშვილისა და უგულავას რეიტინგმა 4%-ით დაიკლო.
რეიტინგის ბოლოში მოექცა უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. იგი გამოკითხულთა მხოლოდ 8 %-ს მოსწონს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა მარტში ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3 103 პირი გამოიკითხა. 17 აპრილს NDI-მ საზოგადოებას კვლევის პირველი ნაწილი წარუდგინა.