პუბლიკაციები
სწორედ ამის შესახებ ვწერ და ვსაუბრობ ორდღიანი ომის დასრულების მომენტიდან მოყოლებული. რუსეთს „შეტენეს“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რითაც მას ხელ-ფეხი შეუკრეს კავკასიის სამხრეთით - რუსეთის გავლენა ამ ტერიტორიებში ჩაიკეტა. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ „ქართული ელიტისადმი“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში (2011 წლის მაისი), ხოლო სულ ახლახანს რადიოგადაცემაში „პროვოკატორი“ განვაცხადე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა აიძულეს, ეცნო ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რამაც ისტერიული კრუნჩხვები და კონვულსიები გამოიწვია აწ უკვე ჩამოშლილი სააკაშვილის რეჟიმის დაქირავებულ აპოლოგეტებს შორის.
ეს იმიტომ, რომ ცხადია - რუსეთს უბიძგეს აღიარებისკენ ომის საშუალებით, რომელიც გააჩაღეს სააკაშვილის ხელით.
მ.სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუ 2008 წლის აგვისტოში მისი მოღალატური როლის კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულება უნდა გახდეს. „რამდენიმე სოფელი“, რომელზეც საქართველომ კონტროლი დაკარგა, მის სინდისზეა.“