პოლიტიკა
2013 წლის 19 აპრილი: საქართველო ვერ შეიცვლის ორიენტაციას და უკან - „ნაცმოძრაობაში“- არ დაბრუნდება!

1merab-mtსაქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში არის ძალიან ბევრი ხალხი, ვინც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავენ ოცნებას, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას.

"დღევანდელი დღე, 19 აპრილი, უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში! აქ მობრძანებით თქვენ ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ამ დღის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავს იოცნებოს, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას!

დღევანდელი ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ვეღარ გაიფიქრებს სიზმარში - ხომ არ დავბრუნდეთ უკან. დღეს გავიმარჯვეთ და დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ხალხი, ვინც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას... მე ვარ ბედნიერი, რომ დღეს, 2013 წელს, როცა ეჭვის ქვეშ დადგა ევროპული ორიენტაცია, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ამ აქციაზე...

მივმართავ ივანიშვილს - თავი დაანებოს ნგრევას! ეს ხალხი არ მისცემს მას ამის საშუალებას, მან თავისი ფული მოახმაროს ამ ხალხის კეთილდღეობას! თუ მას საქართველოს ისტორიაში დარჩენა სურს, უნდა შეეშვას ტყუილს, შანტაჟს!“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

P.S. როცა „ნაცმოძრაობის“ გენმდივანი საქართველოს ორიენტაციაზე „ქადაგებდა“, ბევრი, ნებსით თუ უნებლიეთ, მის ზურგს უკან ცნობილ „ქათამს“ -  ანჟელას უყურებდა, რომელსაც თავისი არატრადიციული ორიენტაცის გამო „ნაციონალებმა“ კარგი სამსახური  უშოვეს...

ამიტომ დღეს, 2013 წლის 19 აპრილს, ყველასთვის ცხადი გახდა: საქართველო ვერ შეიცვლის თავის ორიენტაციას და უკან - „ნაცმოძრაობაში“-  არასდროს  დაბრუნდება!

1-merab-1 1-merab-2
1-merab-3 1-merab-4
1-merab-5 1-merab-6