საზოგადოება
82 წლის მოხუცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

mdinareშიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ, 28 ოქტომბერს, ღამით, 82 წლის ამირან ბერიაშვილის ცხედარი კასპის რაიონის სოფელ გრაკალთან, მდინარე მტკვარში, იპოვეს. მაშველები ცხედარს ცუდი ხილვადობის პირობებში 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

სავარაუდოდ, ბერიაშვილი წყალში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. თვითმხილველთა განცხადებით, სოფელ თელიანში მცხოვრებმა ბერიაშვილმა გუშინ, თვითმკვლელობამდე სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტრანსპორტიდან ჩამოვიდა. მოგვიანებით, მდინარე მტკვრის ნაპირზე, რკინიგზის ხიდზე, გამვლელებმა მოხუცის ხელჯოხი და ქუდი იპოვეს.