საზოგადოება
ხვალ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება

aqcia-parlamenttan30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე აქტივისტებთან და პოლიტიკურ პატიმართა ოჯახის წევრებთან ერთად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც საქინფორმს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განუცხადეს, აქციის მონაწილენი სოლიდარობას გამოუცხადებენ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ან ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანებს და საქართველოს ხელისუფლებას მათი განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის: 30 ოქტომბერი პოლიტიკური რეპრესეიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა და რეპრესირებულთა მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.