აქტუალური
„მინდა განვაცხადო, რომ დათა ახალაიასაგან და ვანო მერაბიშვილისაგან დავალებული მაქვს საქართველოში კრიმინოგენური ფონის აწევის ილუზიის შექმნის ორგანიზება და ასევე თბილისში 19 აპრილს ჩანიშნული მიტინგის პროვოკაცია - ტერაქტი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ! ამ ყველაფრის უშუალო შემსრულებლები კუდის და შსს-ს თანამშრომლები არიან.
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მე ჩემი მხრიდან ვემიჯნები აღნიშნულ ჩანაფიქრს და მხად ვარ დავასახელო ტერაქტის ყველა შემკვეთი და მონაწილე პირი. მე ჩემ მხრივ ვეთიშები ნაციონალურ მოძრაობას და ვაცხადებ, რომ თუ განხორციელდა რაიმე პროვოკაცია, პირადად მე არანაირი კავშირი ამასთან არ მაქვს, ასევე მინდა გავაფრთხილო საქართველოს მოსახლეობა, რომ იგივე ჯგუფი ამზადებს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც, მზად ვარ ყველაფერს მოვფინო ნათელი და ვითანამშრომლო საქართველოს ხელისუფლებასთან“, - ნათქვამია გიორგი უდესიანის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.