უცხოეთი
ეილატის აეროპორტი დაიკეტა

eilat-ucxსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილატის აეროპორტის ადმინისტრაციამ რეისების მიღებისა და განხორციელების დროებით შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქალაქმა სარაკეტო იერიში განიცადა.

წინასწარი მონაცემებით, ეილატის გარეუბნებში დღეს ორი რაკეტა აფეთქდა. სავარაუდოდ, ისინი სინაის ნახევარკუნძულიდან იქნა გამოშვებული.

მერიის ცნობით, არავინ დაშავებულა.