აშშ-ის უცვლელი იდეოლოგის, ბზეჟინსკის, „დიდი ჭადრაკის დაფა“ ის წიგნია, რომელიც XXI საუკუნეში ამერიკის გეოპოლიტიკური სიძლიერისა და სტრატეგიის მიზნებს აღწერს. ამ სტრატეგიაში კი უმთავრესი ყურადღება ევრაზიას ეკუთვნის. მასზე ბატონობაც მსოფლიოზე ბატონობად განიხილება. ვინმეზე „ბატონობასა და ჰეგემონიას“ კი, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან გაცხადებულ ე.წ. „პარტნიორობასა და მეგობრობასთან“ საერთო არაფერი აქვს! ამ კუთხით ამერიკის ყველაზე მთავარ კონკურენტს რუსეთი წარმოადგენს, რადგან მას ევრაზიის ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს. საბჭოთა კავშირის დაშლის ინიციატორსა და მისი შემდგომი დაქუცმაცების მომხრე აშშ-საც (თავისთავად), არც ის აინტერესებს, რა ბედი მოელის მის ე.წ. პარტნიორ საქართველოს რუსეთის დაშლის შემდეგ – მოექცევა თუ არა ის მუსლიმანურ გარემოცვაში და აღიგვება თუ არა პირისაგან მიწისა... მთავარია აშშ-ის სტრატეგიული ინეტერესები, რადგან შტატების იდეოლოგიის უპირველეს ინტერესს მისი მსოფლიოზე ბატონობა წარმოადგენს!
არადა, საქართველოს მოსახლეობას წლების წინათ სხვადასხვა ტექნოლოგიით არწმუნებდნენ და დღესაც არწმუნებენ, რომ „მისი ბატონი“ ადრე რუსეთი იყო! ახლა კი, გამოდის, რომ „ერთ ბატონს“ მეორე – სარწმუნოებრივად, მენტალურად და სულიერებით სრულებით მიუღებელი უნდა ჩაენაცვლოს?! „პარტნიორად მოვლენილი ახალი ბატონიც“ თავის უმთავრეს პრიორიტეტად მის „პარტნიორ ქვეყნებში“ სექსუალური უმცირესობებისა და არატრადიციული რელიგიური სექტების ინტერესების დაცვას განიხილავს. ეს ინტერესი კი, ზნეობრივად, მორალურად და ტრადიციულადაც, სრულებით მიუღებელია საქართველოს უდიდესი ნაწილისთვის. ეს „ცოცხების სკანდალის სახელით“ ცნობილი კადრების გამო გამართულმა საპროტესტო აქციებმაც და მიუღებელი სექტების მიმართ საზოგადოებრივმა პროტესტმაც დაადასტურა! არადა, წინა ხელისუფლება (და ჩანს, ახალიც) აშშ-ის ნებართვის გარეშე ნაბიჯს რომ არ დგამს, ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც იგრძნობა! აბუ გრეიბის ციხის გახმაურებულ ფაქტებს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ქართულ ციხეებში პატიმრების გაუპატიურების მეთოდებიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან ნებადართული და მისგან გადმოღებული უნდა ყოფილიყო, ისევე, როგორც (უნდა დავუშვათ) მისივე (მაკეინის) ინტერესებიდან გამომდინარე – აგვისტოს ომის ცნობილი მოვლენებიც.
ვისაც აგვისტოს ომით მსოფლიოს თვალში რუსეთის დისკრედიტაცია ყველაზე მეტად ხელს აძლევდა, ეს აშშ იყო, შემსრულებლად კი ის წინა ხელისუფლება ეგულებოდა, რომელმაც ეს დავალება ხუთიანზე შეასრულა. თუმცა, „თივის ზვინში ნემსი არ იმალება“ და თვითმხილველები სიმართლეს მაინც ამბობენ! სწორედ ამ და სხვა სიმართლისთვის წინა რეჟიმმა მისი მთქმელები – ასობით ადამიანი, პოლიტპატიმრებად აქცია!
მიუხედავად ყველაფრისა, ევრაზიის რეგიონში აშშ-ის ჰეგემონიის სურვილი კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ნატოს ეგიდით საქართველოში თურქული ექსპანსიის განხორციელება, რაც არცთუ უშედეგოდ მიმდინარეობს, რითაც საქართველო მის კუთვნილ რეგიონზე სულ უფრო და უფრო მეტ უფლებას კარგავს! ამ პოლიტიკის გასატარებლად აშშ-მ, ფაქტობრივად, თურქეთს საქართველოს ძირძველი კუთხე აჭარა უბრძოლველად გადააბარა და მოქმედების სრული თავისუფლებაც მისცა. უახლოეს დროში კი ისრაელი-ირანის მოსალოდნელი ომის პლაცდარმისთვის აჭარაში თურქული ნატოს სამხედრო გარნიზონის ჩაყენებაც იგეგმება! ამ ფონზე ნატოს მისიებში გამოწრთობილი ქართველი მეომრები ნატო-ამერიკის ამ ახალი სტრატეგიის „საზარბაზნე ხორცად“ იქცევიან! რაც უფრო მეტი ქართველი გაწყდება, რაც უფრო მეტად დაცოტავდება მსოფლიოს მოსახლეობაც, „ოქროს მილიარდზე“ კაცობრიობის დაყვანის აშშ-ში დაწერილი მალთუსის თეორიაც კიდევ უფრო მეტად გამართლებული იქნება! ამასობაში კი აჭარის ტოტალური გათურქება, მცოცავი ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება მიმდინარეობს!
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ საბჭოთა კავშირის დაშლაში მილიარდები ჩაყარა და მისი დაშლაც მოახერხა, ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ ის მაინც მხოლოდ საკუთარ თავს მოიაზრებს. მისთვის კვლავ მწვავედ დგას ახალი კონკურენტი სუპერსახელმწიფოს წარმოქმნის საკითხი. არადა, გვარწმუნებდნენ, რომ „ბოროტების იმპერია“ მხოლოდ რუსეთი იყო! ეს „იმპერია“ აღარ არსებობს, მაგრამ „ერთადერთ იმპერიად“ ქცეული ახლა უკვე აშშ ევროპასა და აზიაზე ჰეგემონიის დამყარებას კვლავაც აგრძელებს, მის კონკურენტად კი შესაძლოა, იმ აზიის ქვეყნების გაერთიანება იქცეს, რომლის უმთავრეს ღერძსაც ისტორიულად კავკასიის ცენტრი საქართველოში წარმოადგენს!
ბზეჟინსკის განცხადებით, ევრაზიაზე მათი ერთპიროვნული კონტროლის განხორციელებისთვის, „ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, მართვის სისტემების, ვაჭრობისა და ფინანსების (გრანტების, – .ბ.ა.) გამოყენების გარდა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ევრაზიაში უნდა წარიმართოს ისე, რომ პოლიტიკური არბიტრის როლში მხოლოდ აშშ გამოვიდეს“... „ევრაზია ის საჭადრაკო დაფაა, რომელზეც მსოფლიოს ბატონობისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს“. ამ გააფთრებული ბრძოლის ნანგრევებში ჰყვება საქართველო, რომლის ინტერესებსაც, აშშ-ის „გააფთრების ხარისხიდან“ გამომდინარე, ბუნებრივია, არ დაინდობს და თურქეთის აჭარაში თანდათანობით ფეხისმოკიდების მიხედვით არც ინდობს! ბზეჟინსკი აღნიშნავს, რომ „1940 წლის ნოემბერში ჰიტლერსა და სტალინს შორის დადებული არაორაზროვანი შეთანხმებით აშშ ჩამოაცილეს ევრაზიაში ბატონობას!“ ანუ აშშ-ის ინტერესიც, საქართველოს საშუალებით, ევრაზიაში ბატონობაა და არა ჩვენთან პარტნიორობა. ცნობილი ფრაზაც – „ევრაზია წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს და ვინც აკონტროლებს ევრაზიას, აკონტროლებს მთელ მსოფლიოსაც“ – მას ეკუთვნის. ამერიკისგან ნებისმიერი ქვეყნის კონტროლი (და დიქტატიც) რამდენად შეესაბამება „დემოკრატიული თავისუფლების“ ამერიკის მიერ დეკლარირებულ პრინციპებს – ეს შეკითხვა უკვე ბევრს უჩნდება და არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც!
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ არენაზე არ გამოჩნდეს მისი მოწინააღმდეგე ან კონკურენტი. ამით მისი პოლიტიკა არაფრით განსხვავდება, თუნდაც, იმავე ჰიტლერის პოლიტიკისგან, რომელიც, ასევე, მსოფლიო ბატონობასა და ჰეგემონიაზე ოცნებობდა. დაპყრობილი ირანელი და ერაყელი ხალხების წამებისა და ჩაგვრის მეთოდებიც (ჰუსეინი, კადაფი) არცთუ განსხვავებული აქვთ ნაცისტებისგან! თუ დიქტატორების ამგვარად დასჯა მისაღები ფორმაა „დემოკრატიული“ ამერიკისთვის, ჩვენ ნაციონალებთან რომელ კოაბიტაციაზე მიგვითითებენ?!
აშშ-ს მიზნის (ევრაზიაზე ჰეგემონიის) განსახორციელებლად, ბზეჟინსკის თეორია მის (აშშ-ის) „ევრაზიული გეოსტრატეგიის ყოვლისმომცველ და თანმიმდევრულ პოლიტიკას სახავს!“ ნათელია, რომ მთელი ეს „მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობებიც“ მხოლოდ „მსოფლიო ბატონობაზე კონკურენტი რუსეთის“ განეიტრალებისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკაა და არა „მეგობრად დასახელებული“ სახელმწიფოების ინტერესების. დაქუცმაცებული, ზნეობრივ-იდეოლოგიურად დაკნინებული ქვეყანაც დამორჩილებისთვის ბევრად ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის, ვიდრე ეროვნულად მყარი და ტერიტორიულად მთლიანი! აქედან გამომდინარე, ევრაზიასა და საქართველოზე პოლიტიკური არბიტრობის მოსურნე ამერიკას არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აძლევდეს ხელს! „ნატოს მსოფლიო რუკაზეც“ საქართველო, როგორც სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ერთეული, აღარც კი არსებობს. მისი ყოფილი ტერიტორიები დაშლილია და სხვა სახელმწიფოებზეა მიერთებული!!!
საზოგადოების უმრავლესობისთვის ადრეც ნათელი იყო, რომ ნატოს ეგიდით საქართველოში განხორციელებული ახალი თურქული ექსპანსია, პირველ რიგში, ქართულ სულიერებასა და ეთნიკურ იდენტობას შეუქმნიდა საფრთხეს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ჭადრაკის დაფაზე პაიკებს არავინ არაფერს ეკითხება და თამაშის ბედს ის მოთამაშე წყვეტს, რომლის არსებობასაც „პაიკებადქცეული ხალხი“ გვიან ხვდება!
ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ქართულ პოლიტიკაში ჩანერგილი „გავლენის აგენტებით“ ამერიკა შესანიშნავად ახერხებდა მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი გლობალური პოლიტიკის გატარებას; ხელისუფლებაშიც მუდმივად ისეთი პოლიტიკოსების მოყვანას, რომლებიც აშშ-ის და არა საქართველოს ინტერესებით მოქმედებდნენ. ასე მოხდა შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც, როდესაც „მსოფლიო პოლიტიკოსს“ აშშ-სა და რუსეთს შორის „დაბალანსების პოლიტიკა“ არ გამოუვიდა; ამერიკამ კი „რეფორმატორთა გუნდი“ გამოგზავნა და ხელისუფლებაშიც დასვა. გაცხადებული „ჩაურევლობის“ მიუხედავად, აშშ სწორედ ბზეჟინსკის მიერ ჩამოთვლილი „ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, მართვის სისტემების, ვაჭრობისა და, რაც მთავარია, ფინანსების (გრანტების) გამოყენებით“ შესანიშნავად ახერხებდა და ახერხებს ქართული პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის მართვას. არადა, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ახლა უკვე რუსეთშიც უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს ჯაშუშობისა და რეზიდენტურის კვალიფიკაცია აქვს მიცემული! თუმცა, ეს შეზღუდვა „მეგობარ ქვეყნებზე“ (მათ სამართავად), რასაკვირველია, არ ვრცელდება! ასეთი არასამთავრობო სექტორიდან გამოსული პიროვნებები კი, უმეტესწილად, ქართულ პოლიტიკაში მოდიან და ქვეყანასაც ამერიკის და არა საქართველოს ინტერესებით მართავენ. ქართული პოლიტიკის „საჭადრაკო დაფაზეც“ ეს თამაში უკვე 20 წელია, მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება ვერა და ვერ გაერკვა, ვინ აკეთებს პოლიტიკურ სვლებს „ამ დაფაზე“, ხალხმა ცალსახად უთხრა უარი ანტიქართულ და ანტიეროვნულ იდეოლოგიურ კურსს, გაემიჯნა აშშ-ის ეგიდით შემოსულ ე.წ. ლიბერალიზმსა და, შესაბამისად, მის მხარდამჭერ პოლიტიკოსებსაც. ამით უარი უთხრა არა მხოლოდ აშშ-ის პოლიტიკას და დიქტატორადქცეულ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, არამედ იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც პოლიტიკაში დარჩენის სანაცვლოდ ნაციონალებთან ერთად „ამერიკულ საჭადრაკო დაფაზე“ წლობით თამაშობდნენ!
სწორედ იმ დროს, როცა ყოფილი „ოპოზიციური სპექტრი“ საზოგადოებაში ნულოვან რეიტინგს ფლობდა, „საჭადრაკო დაფაზე“ აქამდე ჩრდილში მყოფი, საზოგადოებისთვის მეცენატობით ცნობილი ბიძინა ივანიშვილი გამოდის. ქართული საქმის მკეთებელი და სამების საკათედრო ტაძრის აღმშენებელი ადამიანი (ნაციონალური რეჟიმის გარდა), ბუნებრივია, საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები გახდა. ყოფილ ურეიტინგო ოპოზიციასაც ამით პოლიტიკაში ხელახალი მობრუნების შანსი გაუჩნდა! თუმცა, ყველას გასაკვირად, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიები „შუა გაკრიფა“ და მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად ლამის სრულიად საქართველოსთვის მიუღებელი, ანტიქართული პოზიციით ცნობილი პოლიტიკური პარტია – რესპუბლიკური პარტია, დაიყენა გვერდით (თუმცა, მისი ბოლო განცხადებით, ეს „ყინულიც გალღვა“ და მესამე ძალის შექმნის ალტერნატივა გაჩნდა). საზოგადოება ამასაც გაგებით მოეკიდა და მისთვის მიუღებელი ეს პარტიაც, იმის იმედით, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისგან დროებით გათვლილი „საჭადრაკო სვლა“ იყო (და არა მუდმივი სტრატეგია), კვლავაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით, ეს ანტიეროვნული პოზიციის პოლიტიკოსებიც აიტანა და არჩევნებზე ხმაც მისცა!
1 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვებაც დიდი უპირატესობით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მასთან ერთად კი, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმაც მოიპოვეს, რომელთა ხილვაც საზოგადოებას ხელისუფლებაში აღარ სურდა! იქნებოდა ეს „ოპოზიციადქცეული“ ნაციონალები, თუ ივანიშვილის ხარჯზე ბარიერგადალარული სხვა პოლიტიკოსები! ნაციონალებისთვის ამომრჩეველთა ხმების 40%-ის ლეგიტიმაციაც იმის მანიშნებელი უნდა გამხდარიყო, რომ ახალ უმრავლესობას „დაავიწყდა“ წინა ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსიცა და მოსახლეობის ტერორიც. არადა, ხალხის არჩევანი სწორედ ივანიშვილის ქართულმა პოზიციამ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენამ და იმის იმედმა განსაზღვრა, რომ არჩევნების შემდეგ მაინც ბიძინა ივანიშვილი მოიცილებდა საზოგადოებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ სახეებს!
ოქტომბრიდან უკვე ნახევარი წელი გავიდა, მაგრამ საზოგადოებისთვის, გარდა იმისა, რომ პარლამენტში ერთი და იმავე იდეოლოგიის ორი ძალის (ნაციონალებისა და, პრაქტიკულად, რესპუბლიკელების) აქტიურობა მიიღო (მართალია, ხალხიც სათქმელს უკვე თავისუფლად ამბობს), ბევრი არაფერი შეცვლილა! არადა, წინა რეჟიმისგან გაწამებული ხალხი და ამომრჩეველი, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა დასჯას ელოდა!!!
რის ვაი-ვაგლახით ისევ „საერთაშორისო პოლიტპატიმრობის სტატუსის“ მქონე პოლიტპატიმრების ზეწოლით მიღებული „პოლიტპატიმრობის სტატუსიც“ ბევრ მსჯავრდებულს არ შეეხო და ბევრი დღესაც ითხოვს მის მინიჭებას. თუმცა, გათავისუფლებულ პატიმრებზე აღძრული საქმეები ხელახალ გადახედვას და, რაც ყველაზე მთავარია, „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნასაც გულისხმობს! ეს „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნა კი, ჩანს, ხელს არ აძლევს უმრავლესობაში მოკალათებული ნაციონალების „ძველ“ სატელიტურ ძალებს; პირველ რიგში კი, „რესპუბლიკურ პარტიას“. „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნით იმ ბევრ შავბნელ საქმეს აეხდება ფარდა, რომელთაც ნაციონალები სწორედ აშშ-ის დავალებით ასრულებდნენ!
ამერიკასთან დიდ ვალში კი სოროსსა და მაკეინთან დამეგობრებული რესპუბლიკელები არიან. რეჟიმთან, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავდა, კოაბიტაციის საკითხიც საბოლოოდ უნდა მოიხსნას! აშშ-ს კი, თავის პროექტ „ნაციონალების“ დანაშაულების აღიარება არ სურს, რადგან ეს ევრაზიაში მისი პოლიტიკის კრახის მანიშნებელი იქნება! ამიტომ რესპუბლიკელებმა და ზოგმა პოლიტიკოსმაც ( აშშ-გან საყვედური რომ არ დაიმსახურონ) სამართლიანობის აღდგენას კოაბიტაციური (დამნაშავეებთან ურთიერთთანაცხოვრების) რეჟიმი აირჩიეს და არც კითხულობენ – სურს თუ არა ასეთ ადამიანებთან თანაცხოვრება ქართველ ხალხს!
დასავლეთის მეგობრად ცნობილმა რესპულიკელებმა ვერც „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ასპარეზზე თავდასხმებისგან დაცვა უზრუნველყვეს – „ქართული ოცნებაც“ ნაციონალების სატელიტი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნისგან თავდასხმის ობიექტი მაინც გახდა!
ხალხი სვამს კითხვას: აბა, რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ხალხისთვის ესოდენ მიუღებელი რესპუბლიკელები?! პოლიტიკოსები, რომლებიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში არ განიხილავდნენ (თ. ხიდაშელი, ლ. ბერძენიშვილი, პ. ზაქარეიშვილი), საზოგადოებისთვის მიუღებელ გეიაღლუმებს მიესალმებოდნენ (თ. ხიდაშელი), გარყვნილი ლიტერატურის პრეზენტაციებს ესწრებოდნენ (დ. ზურაბიშვილი), ყველაფერ ამას კი, მხოლოდ აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით აკეთებდნენ!
ნებისმიერი ჰეგემონიაცა და პოლიტიკური დიქტატიც ადგილობრივი ხალხის ცნობიერების, ტრადიციის, ზნეობის წაშლიდან იწყება! ეს კი უკვე ამერიკის და არა ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ გამოდის! უზნეო და არაეროვნულ იდეოლოგიაზე კი სახელმწიფო არ შენდება!
თუ „ჭადრაკის დაფაზე“ ახლა ასეთი პარტია გათამაშდა, აუცილებლად „შავები“ – ანტიქართული ცნობიერების მომხრეები, წააგებენ! საზოგადოება არასდროს მიიღებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართული ეკლესიის „კამაზით“ შენგრევას ამართლებს (თ. ხიდაშელი); ამერიკის მიერ საქართველოში განხორციელებული „სულიერი და ზნეობრივი ოკუპაციის“ ფონზე ოკუპანტად მხოლოდ რუსეთს განიხილავს (ყველა რესპუბლიკელი); ქართული გენოფონდის ნატოს მისიებში განადგურებას მიესალმება და ქართული ეროვნული პოლიტიკის ერთიანი იდეოლოგოური კურსი არ გააჩნია! საზოგადოებაშიც, რომლისთვისაც ერთანირად მიუღებელი იყვნენ ნაციონალებიცა და რესპუბლიკელებიც, უკმაყოფილება იზრდება და ზვირთდება, რადგან მოქალაქეობისა და მიწის კანონის გადახედვის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტი პრეზერვატივებისა და ჩოხების ტარებაზე კანონპროექტებს განიხილავს. ქვეყნის ყველაზე დიდი დამნაშავე ნაციონალები კი, ახალ უმრავლესობას „პარლამენტარ კოლეგებად“ და ოპონენტებად წინ უსხედან, რითაც საზოგადოების უდიდეს რისხვასაც იმსახურებენ!
ღმერთმა არ ქნას, რომ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვის მარცვალი – რომ ხალხი ისევ „საჭადრაკო დაფის პაიკებად“ გაათამაშეს – გამართლდეს და ისევ ამერიკის საამებლად ახლა ორი მიუღებელი ძალის – „ნაციონალ-რესპუბლიკელების კონგლომერატი“ მივიღოთ! რესპუბლიკელი დ. ბერძენიშვილის რჩევით, რომელიც სააკაშვილის მოცილების შემთხვევაში, ნაციონალების ოდიოზურ სახეებს პოლიტიკაში დარჩენის პერსპექტივას უსახავს – ადეიშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას, უგულავას, თაქთაქიშვილს, გოგორიშვილს, წერეთელს, რურუას, უდესიანს, კეზერაშვილს, მაჭავარიანს, ბარამიძეს, შაშკინს, ლომაიას და ბევრ სხვა დამნაშავეს ისევ პოლიტიკაში ყოფნის შანსი მიეცეთ. ისევ ახალი „საჭადრაკო პარტიის პაიკებად“ ხომ არ გამოიყენა ვინმემ ქართველი ხალხი?! იმისი დაჯერება, რომ კვლავ მოტყუებული აღმოჩნდა, საზოგადოებას არ სურს და უჭირს, მაგრამ სიტუაცია სხვა რამეზე მეტყველებს: ქართველი საზოგადოებისთვის ნაციონალების რეჟიმი ფაშისტურის იდენტურია. ფაშისტებთან კოაბიტაციასაც და ლოიალობასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, პროამერიკულ ძალად ცნობილი „უმრავლესობის მთავარი დამრტყმელი ძალა“ – „რესპუბლიკური პარტია“, რიგ პოლიტიკოსებთან ერთად, მაინც ახერხებს ნაციონალებთან შეხმატკბილებულ კოაბიტაციასაც და პროსოროსული ძალების ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკვანძო პოსტებზე მობილიზებასაც! ხელისუფლება „თითქოს შეიცვალა“, მაგრამ ხალხის გასაოცრად, საზოგადოებისთვის მიუღებელმა და 2003 წლიდან ნაციონალებისგან დავალებულმა ყველა განსახორციელებელმა თემამ რესპუბლიკელების ინიციატივით სწორედ ახლა წამოიწია – იქნება ეს რეგიონული ენის, თურქი მესხებისა და 126 000 ჩინელის ჩამოსახლების, მეჩეთის მშენებლობის, რაბათის ციხის რეკონსტრუქციის თუ ბევრი სხვა!
პრინციპი კვლავ უცვლელია – ამას აშშ ითხოვს! დაისმის კითხვა – შეიცვალა თუ არა რეალურად ხელისუფლება საქართველოში, თუ კვლავ „ჭადრაკის დაფის“ პრინციპით „გვეთამაშება“ ვინმე?!
აშშ-ს შემთხვევაში, სადაც ორი პარტიაა ხელისუფლებაში, საქმე სხვაგვარადაა – იქ ორივე ამერიკის ინტერესებს ემსახურება. ჩვენს სინამდვილეში კი, ორი პარტიის, რესპუბლიკელებისა და ნაციონალების, ან მათი მსგავსი იდეოლოგიის პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა ქართველი ხალხის ინტერესების ღალატია!
ორივე ძალა სოროსის მიერ „საქართველოზე განხორციელებული ექსპერიმენტის“ აქტიური მონაწილე, პრინციპებითა და მორალით „ახალი ქართველის შექმნის“ ინიციატორია!
ცნობილია, რომ სოროსის დაფინანსებული, რესპუბლიკელების ლობირებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი პრემიერის მრჩევლად პირადად აშშ-ის ელჩის მოთხოვნით დაინიშნა! დღევანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც „სოროსის კოალიციის“ წარმომადგენილია! ჯერ ფორუმში და ახლა ბიძინა ივანიშვილის კარზე, ასევე, მრჩევლად მივლენილი ირაკლი მელაშვილის მიერ „იცხრილება“ (პირადად აფრთხილებს მისვლის თაობაზე) ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პრემიერი ხვდება. როგორც ამბობენ, მას ახლა არმაზ ახვლედიანის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, მოადგილედ უპირებენ გადაყვანას. მელაშვილის მიერ „გაფილტრულ“ არასამთავრობოებშიც თითქმის ყოველთვის მხოლოდ საია და ნაციონალებთან ასოცირებული არასამთავრობოები ხვდებიან! ამას პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც – „პარლამენტში მხოლოდ იურისტები უნდა იყვნენ“ – თუ დაემატება, ადვილი მისახვედრია, რომ რესპუბლიკელები მომავალი არჩევნებისთვის სახელისუფლებო პოზიციებს იმყარებენ. ამას ჩუღურეთის რაიონის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების კადრის – თამარ კორძაიას, „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენაც ადასტურებს!
საზოგადოებას უჩნდება კითხვა – „ვინ მართავს დღეს ქვეყანას?! – ქართველი ხალხი, რომელმაც ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოიგო, თუ აშშ და ახლა უკვე ნაცების იდეოლოგიური სატელიტი – რესპუბლიკური პარტია ნაციონალებთან ერთად?!
„ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო“, – ნათქვამია, მაგრამ პოლიტიკურმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ ვინც „რესპუბლიკელებს ჩაჰყვა“ ( მათი ანტიქართული პოზიციის გამო), ყველა საზოგადოების სიძულვილის ჭაობში ჩაეფლო. ქართველ საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილიც „რესპუბლიკელებს ჩაყოლილი“ ერთ-ერთი მათგანი არ აღმოჩნდება, ქართველ საზოგადოებასა და პრონაციონალებს შორის „შუა გაკრეფს“, რადგან თუ ადრე ერთ ურჩხულთან – „ნაცმოძრაობასთან“ უწევდა ქართველ ხალხს ბრძოლა, „ქართულ ოცნებაში“ შემძვრალი მათი მრავალი სატელიტის სახით „მრავალთავიან ურჩხულთან“ უწევს ახლა ბრძოლა!
ხალხს იმედის აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი აასრულებს თავის სიტყვას – ნაციონალების დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს საბრალდებო სკამებზე დასვამს. ამით კი, ქართველი ხალხისგან მოპოვებული დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ღირსი კიდევ ერთხელ და სამუდამოდ გახდება!
ბაია ამაშუკელი