პრეზიდენტობის კანდიდატთა რიცხვს პაატა ბურჭულაძეც შეემატა
საქართველო, 12 აპრილი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე
ირაკლი ალასანიას, ვახტანგ ხმალაძის, არმაზ ახვლედიანის კანდიდატურებს
პაატა ბურჭულაძის კანდიდატურაც შეემატა,
- ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი "რეზონანსი" წერს.
ამჟამად პაატა ბურჭულაძე საქართველოში არ იმყოფება.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს და მისი ვინაობა ძალიან მალე - მაისში გახდება საჯარო.