უცხოეთი
ჩრდილოკორეელები კვალს ურევენ

korea-ucxსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ცდილობს თავგზა აურიოს მსოფლიო დაზვერვას თავისი რაკეტების განთავსებასთან დაკავშირებით. ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ექსპერტები.

სამხედროების დაკვირვებით, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გამუდმებით გადააადგილებს მობილურ გამშვებ დანადგარებს „მუსუდანებით“: ჰამგენ-ნამდოს პროვინციის ტერიტორიაზე დაზვერვამ ამ დანადგარების მსგავსი 5 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შენიშნა. ამ გზით ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დაზვერვის თანაშრომლების დეზინფორმირებას და მათთვის რაკეტების გაშვების მომენტის გამოთვლაში ხელის შეშლას ცდილობს.

„არსებობს ნიშნები იმისა, რომ რაკეტები „მუსუდანი“ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუშვან. ამასთან, ჩრდილოელებმა არაერთხელ გადააადგილეს სარაკეტო დანადგარები, რათა მათთვის თვალყურის დევნება გაართულონ“, - ვარაუდობენ სამხრეთ კორეაში.