პუბლიკაციები
პრეზენტაცია წიგნებისა “ღმერთო, იხსენ ამერიკა“ და “ნატო მაკიაჟის გარეშე“

1-anons-nasledieსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 10 აპრილს, ძველი თბილისის ცენტრში – ოტელ „ამბასადორში“ (Ambassador Hotel in Tbilisi) არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიულმა მემკვიდრეობამის მიერ ახლად გამოცემული ორი წიგნის - “დემოკრატიის სახელით: “ღმერთო, იხსენ ამერიკა““ და “დემოკრატიის სახელით: “ნატო მაკიაჟის გარეშე““ პრეზენტაცია ჩაატარა. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ საიუბილეო მე-200 ნომერი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამოცემული წიგნების სარედაქციო კოლეგიების წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, მათ შორის - სხვადასხვა პარტიის ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები და დიდი სამამულო ომის ვეტერანები.

პრეზენტაციამ თბილ გარემოში და საინტერესო საუბარში ჩაიარა, მოწვეულმა სტუმრებმა ახალგამოცემული წიგნების თემატიკის თაობაზე  თავიანთი აზრი გამოთქვეს.

წიგნში “დემოკრატიის სახელით: “ნატო მაკიაჟის გარეშე““ ავტორიტეტულ უცხოურ გამოცემებზე (The Guardian, Washington Post, Time, International Herald Tribune, The New York Times, Newsweek, Asia Times და სხვ.) დაყრდნობით თავმოყრილია მასალა იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ და რას ფიქრობენ ნატოზე საზღვარგარეთ და რას წერენ ამ ორგანიზაციაზე უცხოელი ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ფილოსოფოსები, ავტორიტეტული და კვალიფიციური ექსპერტები. როგორც გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, წიგნის მიზანია - საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ნატოს მოღვაწეობის რეალური მიზნებისა და შედეგების შესახებ.

რაც შეეხება წიგნს “დემოკრატიის სახელით: “ღმერთო, იხსენ ამერიკა““, აქ თავმოყრილია მთელი სიმართლე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მკვლევარები, უფლებადამცველები და სხვა ავტორიტეტული ექსპერტები წერენ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს მასალა გაცნობისას უფრო შეგაძრწუნებთ, ვიდრე მიგიზიდავთ, რადგან აცამტვერებს მითს იმის შესახებ, რომ აშშ “მიწიერი სამოთხეა“... წიგნში გაერთიანებულია მასალები, რომლებიც სხვადასხვა გავლენიან უცხოურ გამოცემაში (The New Yorker, Associated Press, Foreign Policy, BBC.co.uk და სხვ) გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე: “ჩვენმა ორგანიზაციამ გამოსცა წიგნები იმ თემაზე, რომელზეც საქართველოში არ ლაპარაკობენ - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის რეალური მიზნები და შედეგები, რომლებსაც იღებს იმ ქვეყნებში, სადაც „შედის“, და ნატოს რეალური სახე, რომელიც დეკლარირებულია, როგორც თავდაცვითი პოლიტიკური ბლოკი, სინამდვილეში კი მისი მიზნები სრულიად სხვა გახლავთ -  ნატო ე.წ. „ოქროს მილიარდის ჟანდარმის“ ფუნქციის მატარებელია და მისი საქმიანობა ძალიან შორს დგას თავად ბლოკის მიერ დეკლარირებული მიზნებისაგან.

აღნიშნული წიგნები იმ პუბლიკაციების კრებულია, რომლებიც დროდადრო იბეჭდებოდა გაზეთში „საქართველო და მსოფლიო“. გადავწყვიტეთ, ამ მასალისთვის წიგნებში მოგვეყარა თავი. გამოცემების მიზანი საზოგადოების გათვითცნობიერება  გახლავთ. გვინდა, მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ისევე, როგორც სააკაშვილის მთავრობის, ახალი ხელისუფლების საგარეო კურსიც  ნატოზე და ევროკავშირზე არის ორიენტირებული, იმ დროს როდესაც საზოგადოება არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მათ შესახებ. აღნიშნული წიგნების გამოცემით ჩვენ შევეცადეთ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა ამ მიმართულებით და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ქართული საზოგადოებისათვის, რომელსაც ხელისუფლება არ ეუბნება, თუ რატომ მიისწრაფვის ქვეყანა ნატოსკენ, რა შედეგები მოჰყვება ამ პროცესს და ა.შ.“

თემურ შაშიაშვილი (მოძრაობა “თეთრების“ ლიდერი): “სააკაშვილის “ნაციონალთა“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს შესთავაზა ისეთი ამერიკა, რომელსაც თვითონ ამერიკელები არ იცნობენ! ჩემი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ზომიერი უნდა იყოს. ჩვენ  ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება - ლანძღვის პოლიტიკა საშინელებაა... გვეუბნებიან, რომ ევროპულ პარტიებს მოწიწებით უნდა ველაპარაკოთ, ხოლო რუსეთს უნდა ვაგინოთ - ეს ხომ დიდი შეცდომა და სისულელეა?! ის, რაც რუსეთთან  მოგვივიდა, არ უნდა დაგვემართოს სხვა სახელმწიფოებთან, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა გავაფეტიშოთ არც ამერიკა, არც რუსეთი და არც ევროპა. საქართველოში ნატოს ქება და რუსეთის ლანძღვა ხელისუფლების მოპოვების ინსტრუმენტად იქცა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ლანღვა „კარგად იყიდება“. ნატოს აქებენ არა იმიტომ, რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ეს რიტორიკაც „კარგად იყიდება“. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, პოლიტიკურად გაცნობიერებული ხალხი ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური და ზუსტი ინფორმაცია. ამიტომ მივესალმები აღნიშნულ თემატიკაზე ამ უნიკალური წიგნების გამოცემას და წარმატებებს ვუსურვებ შემოქმედებით კოლექტივს!“.

პეტრე მამრაძე (მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, ყოფილი პარლამენტარი): “ვფიქრობ, „ისტორიული მემკვიდრეობის“ მიერ ამ თემატიკის წიგნების გამოცემა ძალზე დროული და საჭირო იყო. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს, მინდა გითხრათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომები, რომლებზეც ბევრს წერენ ამერიკელი პოლიტოლოგები. თუ სხვა პრეზიდენტების ადმინისტრაციები მნიშვნელოვან საკითხებს მთელ მსოფლიოს უთანხმებდნენ, კონსენსუსს აღწევდნენ და გაეროს მანდატით მოქმედებდნენ, ჯორჯ ბუშის შემთხვევაში ეს დაირღვა და ამერიკა მოქმედებდა, როგორც ერთადერთი პოლუსი მთელ მსოფლიოში, რამაც მძიმე შედეგები გამოიღო. რაც შეეხება ნატოს, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ (რომელიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს), საქართველოსთვის ნატოს კარი განუსაზღვრელი დროით ჩაირაზა.

კახა კახიშვილი (საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი): “ვფიქრობ, საზოგადოება ყოველთვის მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს. დემოკრატიის ძირითადი ფასეულობა სწორედ ინფორმაციის მისაწვდომობაა. “ისტორიული მემკვიდრეობის“ მიერ გამოცემული წიგნები (ისევე, როგორც ამ ტიპის სხვა გამოცემები) საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას აწვდის კონკრეტულ საკითხებზე, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალზე მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ყველა სახის სარწმუნო ინფორმაცია და შესაძლებლობა - დასკვნები თავად გამოიტანოს. ამიტომ ეს წიგნები ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა!“.

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი, ყოფილი პარლამენტარი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი): “საქართველოში ნატოს შესახებ ძალზე ცოტა რამ იციან. ამ ბლოკს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, რომლებზეც დასავლეთში ღიად ლაპარაკობენ. ჩვენს ქვეყანაში არ არის ჯანსაღი საზოგადოება, რომელშიც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ - საქართველოში მხოლოდ შტამპები გვაქვს... კარგია, რომ ამ თემებზე მეტად ინფორმაციული წიგნები გამოიცა - ეს დაეხმარება ადამიანებს, რომ ამ საკითხებს სხვადასხვა კუთხით შეხედონ“.

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუა: “მოგეხსენებათ, ზოგადად მედიას მიმართ წინა ხელისუფლების (სააკაშვილის მთავრობის) 9-წლიანი ბრუტალური მიდგომის ფონზე უამრავი ინფორმაცია სერიოზულად იფილტრებოდა და საზოგადოებას ხშირად მხოლოდ ცალმხრივი რაკურსით მიეწოდებოდა. ჩვენი გაზეთი “საქართველო და მსოფლიო“ იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ წყაროთაგან, სადაც ალტერნატიული ინფორმაცია ყოველთვის მისაწვდომი იყო.

დღეს პრეზენტაციაზე “საქართველო და მსოფლიოს“ მე-200 ნომერია წარმოდგენილი. დაფუძნების შემდეგ 4 წლის განმავლობაში ჩვენმა გაზეთმა ძალიან რთული პერიოდი გაიარა - მედიის მიმართ წინა ხელისუფლების დამოკიდებულების გამო გაზეთის არსებობას რამდენჯერმე დაემუქრა საფრთხე -  ორჯერ დაგვარბიეს, გაგვძარცვეს და სხვადასხვა მეთოდით გვებრძოდნენ, მაგრამ ჩვენ ეს ეტაპი დავძლიეთ და “საქართველო და მსოფლიო“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

გივი სომხიშვილი (მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი):

“გავეცანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ მიერ გამოცემულ წიგნებს და მინდა გითხრათ, რომ აქ აშკარად ჩანს, თუ ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ - მოყვარე! დღეს დიდი აგიტაცია მიდის ნატოს შესახებ და აღნიშნული წიგნების გამოცემა დროული იყო, რათა საზოგადოებამ საკითხის მეორე, “ჩრდილოვანი“ მხარეც დაინახოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართველმა ახალგაზრდება მიიღონ ინფორმაცია ნატოს და იმ საზიზღარი საქმეების შესახებ, რომლებსაც აშშ სჩადის სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნების გაცნობის შემდეგ მკითხველი ამერიკის და ნატოს რეალურ სახეს დაინახავს!“.

რეპორტაჟი პრეზენტაციიდან მოამზადა ნატა წერეთელმა

საქინფორმი

1 2
3 4
5 6
7 8
9 10
11 12
13 14
15 16
17 18
19 20
21 22
23 24
25 26
27 28
29 30