აქტუალური
““საქართველოს ვარსკვლავის" ქასთინგზე მიშა მშვილდაძემ ძალიან ცუდად "იხუმრა" ბერაზე! ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც რეპს "მღეროდა", უთხრა: "შენ არც რიტმი გაქვს, არც ლექსის წერის ნიჭი, არც სმენა და არც 6 მილიარდიო"... შემდეგ გამოვიდა გოგონა - ნინა სუბლატი, რომელიც ბერას სტუდიის ბავშვი იყო.
ალბათ, გახსოვთ შარშანწინ “GEORGIAN DREM STUDIO”-მ ქასთინგის შედეგად 18 ნიჭიერი ბავშვი რომ შეარჩია. მოკლედ, ამ გოგონათი ჟიურის სამივე წევრი აღფრთოვანდა. შოკირებულმა მიშა მშვილდაძემ კი, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა, უთხრა: "ხარისხს ვგრძნობ თქვენს სიმღერაშიო". ეს სწორედ იმ "6 მილიარდიანი" ბიჭის ხარისხია, ბატონო მიშა! ნიჭიერებას ფულამდე ნუ დაიყვანთ! ნიჭი ან გაქვს, ან არ გაქვს, მას ვერანაირი მილიარდებით ვერ იყიდი!"- წერს უტა ივანიშვილი.