"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტებას ვაკეთებთ საქართველოს პრეზიდენტის ტრავმასთან დაკავშირებით. თურქეთში მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა. მკურნალობა მას სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა.
პრეზიდენტს მარჯვენა მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც კვირას ღამით დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. საერთო ნარკოზის ქვეშ რამდენიმესაათიანი ოპერაცია მას თურქმა პროფესორმა მეჰმეთ დემირჰანმა გაუკეთა.
ქირურგებმა მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადებამ მოუწიათ. ჰოსპიტლის მედპერსონალის განცხადებით, ტრავმის სრულ რეაბილიტაციას თვეზე მეტი დრო დასჭირდება."
ცმობისათვის: საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობის პირობებში 2 დღე გაატარა.