„ქ-ნი თამარი „ქართული ოცნების“ არარესპუბლიკელ აქტივისტებზე განაწყენებულია. იგი თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და მმართველი კოალიციის კანდიდატზე მუშაობის ნაცვლად მის კონკურენტებს ეხმარებიან. კორძაია კატეგორიულად სვამს საკითხს და მთელი საარჩევნო შტაბის გადახალისებას მოითხოვს“- აღნიშნა წყარომ.
„პრაიმერმა“ ეს ინფორმაცია სხვა არხებითაც შეამოწმა, სადაც იგივე დაგვიდასტურეს. დამატებით შევიტყვეთ, რომ ნაძალადევის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებმა ამის თაობაზე საქმის კურსში ქვედა რგოლის აქტივისტებიც ჩააყენეს და გააფრთხილეს, რომ კორძაიას მხრიდან უნდობლობის გამოცხადების შემდეგ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რაზეც დიდმა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა და ხელმძღვანელობასთან ერთად საარჩევნო შტაბი დატოვა.
ნინო ლაბარტყავა