უცხოეთი
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციის საპასუხო გეგმა შეიმუშავეს

1-a-zarubezhom3-mtსაქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. აშშ-მა და სამხრეთ კორეამ, კონფლიქტის ესკალაციის დაუშვებლობის მიზნით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციის საპასუხოდ ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

გეგმა ითვალისწინებს დაუყოვნებელ პროპორციულ პასუხს, იარაღის ტიპისა და სიმძლავრის შესაბამისად. მაგალითად, თუ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა სამხრეთ კორეის კუნძულის დაბომბვას დაიწყებს, სამხრეთ კორეა მას იმავე ინტენსივობის საარტილერიო ცეცხლით უპასუხებს.

პენტაგონში ირწმუნებიან, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან რაკეტის გაშვების შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროები რამდენიმე წამში შეძლებენ მისი ტრაექტორიის გათვლასა და ჩამოგდებას, თუკი რაკეტა სამხრეთ კორეას, იაპონიას ანდა გუამუს დაემუქრება. ამავე დროს, აშშ არ გეგმავს რაიმე ქმედების განხორციელებას, თუ რაკეტა მიმართული იქნება წყლის სივრცისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის იაპონიას თავზე გადაუფრენს.

სამხრეთ კორეის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ სეულისა და ვაშინგტონის შეხედულებები სიმეტრიულ პასუხთან დაკავშირებით, შესაძლოა, ერთმანეთს არ დაემთხვეს. „სამხრეთ კორეის მხრიდან ზედმიწევნით ძლიერი რეაქცია რეალურ საშიშროებას წარმოადგენს და ჩვენ ამ პრობლემაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

დაძაბულობის ზრდის ფონზე მხარეები ძალისხმევას მიმართავენ იქით, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანონ, - აღნიშნავს გამოცემა.

1-a-zarubeZ3-1
1-a-zarubeZ3-2
1-a-zarubeZ3-3
1-a-zarubeZ3-4
1-a-zarubeZ3-5