უცხოეთი
როგორ გადაუხადა მადლობა ახეჯაკოვამ სტალინს

1-zarubezh-axedjakovaსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი.

ჩუდინოვა: - ვიკიპედიაში წერია, რომ პატარაობისას თქვენ წერილი მისწერეთ სტალინს. მართალია?

ახეჯაკოვა: - ყველა ამას მეკითხება. ნამდვილად ასე იყო. თუმცა, წერილი სტალინამდე არ მისულა. დედაჩემი ტუბერკულოზით კვდებოდა, დეიდაჩემიც კვდებოდა, და მეხუთეკლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა მითხრა, რომ სტალინისთვის წერილი მიმეწერა, რადგან ამბობდნენ, თითქოს ტუბერკულოზის წამალი უკვე გამოიგონეს. დავჯექი, დავწერე წერილი, რომ პირობას ვდებდი, სკოლა ოქროს მედალზე დამემთავრებინა. ჯობდა, საერთოდ არ ამომეღო ხმა. მედალი ისეთი გაჭირვებით ავიღე! „კბილებით გამოვგლიჯე“. იმ წერილში ბევრი პირობა დავდე, ოღონდ დედაჩემისთვის წამალი გამოეგზავნათ. ისიც მსახიობი იყო, ყელიდან სისხლი მოსდიოდა...

ჩუდინოვა: - წამალი არ გამოგიგზავნეს?

ახეჯაკოვა: - გამოგზავნეს. ამიხსნეს, რომ წერილი, რომელიც წერილების დამხარისხებლამდე მივიდა, ვიღაცამ რიგის ქარხანას გაუგზავნა, სადაც ამ წამალს ამზადებდნენ და წამალიც პირდაპირ რიგის ქარხნიდან გამოგვიგზავნეს. მან დედას სიცოცხლე გაუხანგრძლივა.

მეხუთეკლასელი გაიზარდა და დედამისის მხსნელებს მადლობა გადაუხადა... ლაფში ამოსვრით, როგორც ინტელიგენტ ქალბატონს შეეფერება...