უცხოეთი
ბერეზოვსკის სიკვდილი დადგმულია თვითონ ბერეზოვსკის მიერ!

1-zarubezh-berezსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. წინა უქმეებში ისრაელის აეროპორტ  ბენ-გურიონში ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა დაინახა მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა ბორის ბერეზოვსკის!

ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში, რამაც ცხარე კამათი გამოიწვია იმის შესახებ, ინსცენირებული იყო თუ არა ოლიგარქის სიკვდილი.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ბერეზოვსკის ორეული აეროპორტში ნახეს შავ ქუდში და მუქი სათვალით, რომელსაც თან დაცვა ახლდა. მან სწრაფად დატოვა აეროპორტის შენობა და ჩაჯდა დაბურულ შუშიან "მერსედესში". მანქანა სწრაფად გაუჩინარდა, დატოვა რა თვითმხილველები გაურკვევლობაში...