სამართალი
მალაიზიაში ნარკოტიკებისთვის დაკავეულმა ქალებმა თავი ქართველებად გაასაღეს

arrested-womenმალაიზიაში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს. მას ბარგის შემოწმებისას 5 კგ ნარკოტიკული ნივთიერება „მეტაფინი“ აღმოუჩინეს.

დაკავებული თავს მხატვრად ასაღებდა, ხოლო ნარკოტიკული ნივთიერება ნახატების ჩარჩოებში ჰქონდა დამალული. ეჭვმიტანილის დაკითხვის შემდეგ, პოლიციამ მეორე გოგონა, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გასაღებაზე იყო პასუხისმგებელი, ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში აიყვანა.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები მალაიზიიდან ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებას მეზობელ ქვეყნებშიც გეგმავდნენ.

მალაიზიაში ნარკოვაჭრობა სიკვდილით ისჯება. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენი 50-მდე ადამიანს გამოუტანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქინფორმს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, არიან თუ არა მალაიზიაში დაკავებულები ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები.