სამართალი
ამერიციუმ 241-ის შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

1-daakavesსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  გუშინ, 3 აპრილს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერება ამერიციუმ 241-ის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს  მოქალაქეები ჯემალ ჭილაია, კობა ვახტანგიშვილი და სიმონ ბერულაშვილი.

ექსპერტიზის ცნობით,  ამერიციუმ 241 წარმოადგენს მაღალი ქიმიური შემცველობის რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელთან სიახლოვე განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით.