აქტუალური
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე საკრებულოს გაფართოებულ სხდომაზე იმიტომ არ გამოცხადდა, რომ ბაგა-ბაღები და მათი დირექტორები ა.წ. 19 აპრილს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან.