საზოგადოება
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამჯერად თავმჯდომარის თანამდებობაზე ბორჯომის ტელევიზიის დირექტორი მარინა კუპატაძე აირჩიეს, ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ კი - ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი;
გამგეობის წევრებად 1 წლის ვადით არჩეულ იქნენ ბორჯომის, ბათუმის, თელავის, ჭიათურის, ახალციხის, ქუთაისის, სამტრედიის ტელევიზიების დირექტორები. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „რიონის“ ხელმძღვანელი თამარ ღვინიანიძე თავმჯდომარეობდა.