სამართალი
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისში სოციალურად დაუცველ 655 ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა.
ცენტრის უფროსის ხათუნა ცანავას თქმით, საარსებო შემწეობა შეუჩერდა ბენეფიციარებს, ვისაც გაუმჯობესებული ჰქონდა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს დახმარების მისაღებად განცხადებების დაწერა თავიდან შეუძლიათ.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში საარსებო შემწეობას 7 063 ოჯახი იღებს.