საზოგადოება
მერაბიშვილი „პენსიონერებს“ ყიდის

horses-bigსაქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აუქციონზე „პენსიონერ ცხენებს“ ყიდის.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად სულ 10 ცხენი იქნება წარმოდგენილი: 17 წლის ინგლისური „ევრიკოლი“, ასევე ინგლისური ულაყები - 14 წლის „ფახლავა“, 17 წლის „ზენდავესტა“, 10 წლის „ზუთხი“, 8 წლის „გერა“, 14 წლის „ლამპადა“, 18 წლის „პისტოლი“ და სხვ.

ცხენების საწყისი ფასი 100-დან 750 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. 
შსს აუქციონს 4 ნოემბერს გამართავს.