უცხოეთი
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ბირთვული ობიექტების მუშაობას აღადგენს

1-kndr-ucxსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ფხენიანის განცხადებით, ის აღადგენს ყველა ბირთვული ობიექტის მუშაობას, რომლებიც 2007 წლის ოქტომბერში კორეის სახალხო რესპუბლიკაში  ბირთვული პროგრამის შესახებ ექვსმხრივი მოლაპარაკების შედეგად შეაჩერეს. ამგვარად ფხენიანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ვარგისი მასალების შემუშავების საშუალება გაეზრდება.

„იონბიონში ბირთვული კომპლექსის  ყველა ობიექტი, ურანის გამამდიდრებელი ქარხნის ჩათვლით, რომლებიც 2007 წლის ოქტომბრის მოლაპარაკებათა შედეგად გაჩერდა, ხელახლა ამუშავდება“, - განაცხადა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ატომური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.