აქტუალური
დღევანდელი გადმოსახედიდან ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტობის ღირსეულ კანდიდატად არც ბურჯანაძეს მიიჩნევს, არც სააკაშვილს, და ამბობს, რომ მათ დიდი იმედის თვალით არასოდეს უყურებდა, ხოლო ის, ვისი იმედიც ჰქონდა - მოკლეს...
ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობას” შანსი აღარ აქვს, რადგან მას ახალი მძლავრი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
“სააკაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ბრძოლიდან მის გაყვანას ვერ შეძლებენ, მაგრამ ამ ბრძოლიდან საკუთარი თავი თვითონ გაიყვანა!”, - აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში შევარდნაძე.