პუბლიკაციები
„რუსეთის ჯავახკური დიასპორა“ „თურქი-მესხების“ დაბრუნების წინააღმდეგია

1-analit-diasporaსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკურმა დიასპორამ“ საქინფორმს თავისი ახალი  სპეციალური განცხადება გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია:

„ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე "თურქი-მესხების" დაბრუნების საკითხები განიხილებოდა, რასაც დიასპორის წარმომადგენლები "გარკვეული პოლიტიკურ-ობიექტური და ფიზიკური პირობების" გამო, მოცემულ მომენტში შეუძლებლად მიიჩვენენ.

"თავდაპირველად გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვკამათობთ დაბრუნებასთან დაკავშირებით ე.წ. "თურქი-მესხების", გარკეული გამონაკლისების გარდა, უფლებაზე. პრობლემა სხვა რამეში და კერძოდ, აღნიშნული უფლების განხორციელებისთვის მოცემულ მომენტში პოლიტიკურ-ობიექტური და ფიზიკური პირობების არარსებობაში მდგომარეობს.

საერთაშორისო სამართალში და სამართალში ზოგადად, მიღებულია ისეთი მექანიზმები, როგორიცაა გადასახლებული მოსახლეობის უფლებათა აღდგენა და ან მათი უფლებების დარღვევისთვის კომპენსაცია, ანუ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო პრაქტიკა ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს განიხილავს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პასუხისმგებელი მხარის განსაზღვრას, რომლის მოქმედებამაც ადამიანთა განხილული კატეგორიის უფლებათა დარღვევამდე მიგვიყვანა.

აღნიშნულ შემთხვევაში საქართველო არ არის პასუხისმგებელი მხარე "თურქი-მესხების" ერთ დროს მომხდარი დეპორტაციისთვის, ამიტომაც ის არ არის ვალდებული ამის გამო პასუხი აგოს. უკეთეს შემთხვევაში, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ იძულებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მაშინ დაე, მათ განიხილონ მატერიალური კომპენსაციის მექანიზმები, რაც შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გამოსავალი იქნება.

1. მივიჩნევთ, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური დაურეგულირებელი კონფლიქტების პირობებში, მხარეებს შორის ერთაშორისი დაძაბულობის ესკალაცია, საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება და ის შესაძლოა რეგიონალური დესტაბილიზაციის ახალი წყარო გახდეს.

2. სამცხე-ჯავახეთის ამჟამინდელ მხარეში, იმ სოფლებში, სადაც ოდესღაც "თურქი-მესხები" ცხოვრობდნენ, ახლა უკვე მჭიდროდ სახლობენ ქართული ოჯახები და ამ მხარის ტერიტორიაზე ფიზიკურად არ არის თავისუფალი ადგილები რეპატრიანტთა დასაბრუნებლად.

3. უცხო ხალხებთან რეპატრიანტთა აგრესიული მენტალიტეტის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისინი ახლა უკვე თურქეთთან "შეერთებას" მოითხოვენ, რაც ბუნებრივია საქართველოს სამხრეთ ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

4. სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად ცხოვრობს სომხური მოსახლეობა. სომხურ-აზერბაიჯანული და სომხურ-თურქული ურთიერთობების დაურეგულირებლობა და მათი მუდმივად საომარი რიტორიკა ახალი ერთაშორისი კონფლიქტის კერის წარმოშობას არ გამორიცხავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ოფიციალურმა თბილისმა, მთელი ერის საზოგადოებრივი აზრისა და საკუთარი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძველი ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს უნდა გადახედოს".