უცხოეთი
ბერეზოვსკის სიკვდილის გარემოებების შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა

1-berezovski-ucxxსაქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. პოლიციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებმაც შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის, სიკვდილის გარემოებებს, რომლის ცხედარიც გასულ შაბათს დიდი ბრიტანეთში მისი სახლის სააბაზანოში აღმოაჩნეს.

ტემზ-ველის პოლიციის ოლქის მთავარი ინსპექტორის, მარკ უისტლის, განცხადებით, ბერეზოვსკის კისერზე მისი გვამის აღმოჩენის მომენტში რაღაც სადენისა თუ სახვევი ქსოვილისმაგვარი ეკეთა. ასეთივე მასალის ნაჭერი საშხაპეშიც აღმოაჩინეს.