საზოგადოება
ფონდით „დაბრუნებული“ აფხაზეთი

abkhaziaროგორც საქინფორმმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან შეიტყო, სამინიტრომ რეგისტრაციაში გაატარა „აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა ფონდი“, რომლის მიზანი აფხაზებთან ნდობის აღდგენა და შერიგება, სახალხო დიპლომატიის აქტიურად ამოქმედება და ამ პროცესში აფხაზეთიდან დევნილების ჩართვაა. ფონდის თავჯდომარეა აფხაზეთიდან დევნილი ოლეგ ჯოლია.

ფონდის დამფუძნებლების მიზანია, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და მასთან ერთად განახორციელონ სხვადასხვა ეკონომიკური პროექტები.

თუმცა ლტოლვილთა მოძალებული საპროტესტო აქციებისა და სუიციდის შემთხვევების ფონზე, საეჭვოა, სუბელიანის უწყებას აღნიშნულ ფონდთან თანამშრომლობისთვის სცხელოდეს.