აქტუალური
საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს „დვაჟდი მინისტრს“ უწოდებს და ამბობს, რომ სანამ ის გია ხუხაშვილზე დაიწყებს საუბარს, თავისი პასპორტი გადაშალოს.
ამასთან, განათლების მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გასაჯაროებულიყო აღნიშნული დოკუმენტი, თუ მას გრიფი „საიდუმლო“ არ ედო.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ, როგორც დღეს საქინფორმიც იუწყება, გუშინ კულტურის ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ექსპერტ გია ხუხაშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა. წერილი, რომელიც 2008 წლის ნოემბრით თარიღდება, კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის სამინისტროში გაგზავნა თხოვნით, საკონცერტო დარბაზები ქართული დასების საგასტროლოდ მოემზადებინათ.