საზოგადოება
სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
1-likvidac-sazooo2საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. სტიქიით დაზარალებულ აჭარის რეგიონში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩაერთვნენ. 
მინდა, იცოდეს ქართველმა საზოგადოებამ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად არის, საკუთარი შესაძლებლობები მოახმაროს მათ, მაშინ, როდესაც უჭირთ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას ამ კუთხით“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მინისტრი სტიქიის ზონაში პირადად გაეცნო აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას. სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის დეტალები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის საკითხები თავდაცვის მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან განიხილა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის გამო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით შეიქმნა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შტაბის მუშაობაში ჩართულია შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.