აქტუალური
საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. როგორც იტყობინებოდა საქინფორმი რამდენიმე დღის წინ, კახა ბენდუქიძემ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „თუ „GIPA“-ს ეკუთვნის ავტორიზაცია, მაშინ ავტორიზაცია ეკუთვნის ყველას, „ბუდკასაც“ კი“, – განაცხადა მაშინ მან.
საპასუხოდ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „GIPA“-ს სტუდენტები კახა ბენდუქიძეს წერილით მიმართავენ და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
წერილში სტუდენტები წერენ: „ბატონო კახა, მაშინ, როდესაც თქვენი გამოსვლებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების უფლებებს იცავთ, როდესაც გამოდიხართ ახალგაზრდების ინტერესების გამტარებლად და, ამავდროულად, შეურაცხყოფას აყენებთ „GIPA“-ს და ჩვენ, მის სტუდენტებს, სრულიად ალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი ხდება თქვენი პოზიცია და ეჭვქვეშ დგება თქვენი გულწრფელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ სტუდენტების ბედი გაღელვებთ“.