უცხოეთი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. სენატორმა ბურიატიიდან ვიტალი მალკინმა თავისი გადაწყვეტილება სენატორის უფლებამოსილებებაზე უარის თქმის შესახებ უცხოეთიდან წარმოებული „ბინძური კამპანიით“ განმარტა.
„მედიაში ამ ბინძური კამპანიისთვის, სავარაუდოდ, ფულია გადახდილი. ამას გავარკვევ“, – განაცხადა მალკინმა კომისიის სხდომაზე. სენატორმა არ გამორიცხა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შესაძლოა აშშ-ში „მაგნიტსკის საქმეზე“ პარლამენტართა დელეგაციის შემადგენლობაში მის გამგზავრებასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
ცნობისათვის: 1989 წელს მალკინმა ბორის (ბიძინა) ივანიშვილთან ერთად გახსნა კოოპერატივი „აგროპროგრესი“, რომელიც კომპიუტერებითა და „ღილაკებიანი“ ტელეფონებით ვაჭრობდა, ხოლო 1990 წელს პარტნიორებმა დაარეგისტრირეს ბანკი „როსიისკიი კრედიტი“, რომლის აქტივებიც 1998 წელს „იმპექსბანკს“ გადაეცა. 2006 წელს პარტნიორებმა „იმპექსბანკი“ ავსტრიულ Raiffeisen-ს 550 მლნ დოლარად მიჰყიდეს.