პოლიტიკა
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რომელიც გაბაშვილმა „პირველი რადიოს“ პრესკლუბში გააკეთა, შეუძლებელია, ევროპის რომელიმე ელჩს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკა გაეკრიტიკებინა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ანდა ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები არიან.
ამასთან, ბეხლერმა წერილში განმარტა, რომ ამ მიმართვისკენ ცალკეული, „შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარების ზედაპირულმა შეფასებებმა“ უბიძგა. მისივე შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა „საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფს“.