აქტუალური
ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა 2012 წელს პრემიის სახით 61 850 ლარი მიიღო
1aqtualuri2-vacheსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა 2012 წლის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით 61 850 ლარი მიიღო. მათივე ინფორმაციით, ნიკა ვაჩეიშვილმა სექტემბერში 12 500 ლარი მიიღო, ოქტომბერში – 9 000 ლარი, ხოლო 2013 წლის იანვარში – 3 000 ლარი მიიღო. 
სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით, გენერალური დირექტორის თანამდებობრივი სარგო 2 950 ლარით არის განსაზღვრული, შესაბამისად, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს 2012 წლის სექტემბერში პრემიის სახით ჩაერიცხა ხელფასის – ოთხმაგი, ხოლო ოქტომბერში სამმაგი ოდენობა.