პოლიტიკა
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები.
ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის განცხადებით, ოპტიმალური ნაბიჯი იქნება, თუკი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას და ვაუჩერის მიმღებს პირს მისი განაღდების შესაძლებლობა ექნება, რათა თავისი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ მოიხმაროს თანხა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამავე ინიციატივით ამასწინათ „ნაცმოძრაობის“ გენმდივანი ვანო მერაბიშვილიც გამოვიდა.