გავრცელებული ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს - ზაზა გოროზიას მალე მოაცილებენ მისდამი რწმუნებულ ტერიტორიას, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის ისედაც მოცილებული იყო სამეგრელოს, იშვიათად თუ ნახავდა ვინმე ზუგდიდში და საერთოდ რეგიონში.
მას გარკვეული პრობლემები მისმა მეგობარმა, ამ რამდენიმე დღის წინათ საწვავის დატაცების ბრალდებით დაკავებულმა თემურ ჩიქოვანმა შეუქმნა, რომელმაც დაკავებისას ერთი ზარი ითხოვა და ისიც გუბერნატორს დაურეკა. თუმცა გოროზიამ მას ვერაფრით უშველა. დაკავებული თემურ ჩიქოვანი, რომელიც კინოთეატრ `ატრიუმის~ დირექტორი იყო (ეს კინოთეატრი მან არაკეთილსინდისიერი გზით ჩაიგდო ხელთ), გოროზიას მხარდაჭერით ცემენტის ბიზნესს ლობირებდა ზუგდიდში, რასაც ეწინააღმდეგებოდა გოროზიას მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი. ჩიქოვანის დასმენით, გოროზიამ ახვლედიანი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.