უცხოეთი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. როგორც აფხაზეთის მეთაურმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, შავ ზღვაში თურქული გემის დაკავებას, რომელსაც აფხაზეთიდან სამოქალაქო ტვირთი გადაჰქონდა, საქართველოს მხრიდან მეკობრეობად აფასებს.
„ეს არაერთხელ გაუკეთებიათ, მეკობრეობა გრძელდება“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე ხომალდის დაკავების ფაქტის კომენტირებისას, რომლის ბორტზეც 600 ტონა თევზის ფქვილი და 300 ტონა თევზის ქონი იყო.
გემი „აიდარი“, რომელიც აფხაზეთიდან ტრაბზონში მიემართებოდა, ფოთში დააკავეს.